და ამიტომაც, ის ეპისკოპოსნი, სამღვდელო დასი და ერისკაცნი, რომელნიც ამ სიცრუეში იღებენ მონაწილეობას - ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მტრებთან მეგობრობენ და თანამშრომლობენ - ოდენ სახელითღა არიან "მართლმადიდებლები." და ისევ და ისევ გვაგონდება ჩვენი წმიდა მღვდელთმთავრის - თეოფანე დაყუდებულის ნამდვილად წინასწარმეტყველური სიტყვები ბოლო დროის შესახებ: "თუმცა საყოველთაოდ გაისმება ქრისტიანობის სახელი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით ტაძრებს და ვნახავთ საეკლესიო მსახურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მირაჟია, შინაგანად კი განდგომილება უტყუარი.""
წმიდა მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი.
ამ სიტყვების საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ნაწყვეტს საქართველოს საპატრიარქოს განცხადებიდან პაპის ჩამოსვლასთან დაკავშირებით:
"ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად."
კი მაგრამ საპატრიარქო ილია მეორესაც უწმიდესს უწოდებს და რომის პაპსაც?! "ყოველს, ვინც შორდება არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არ ჰყავს ღმერთი." (2იოან.1,9). ყველა მწვალებელი ღმერთის გმობაში იმყოფება და ქრისტეს მტერია, არა ჰყავს ღმერთი და ჰყავს ეშმაკი, მაშ ვის უწოდებს საპატრიარქო უწმიდესს?! - ეშმაკს?!
"საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას."
გავაგრძელოთ იოანე მოციქულის სიტყვა: "თუ ვინმე მოდის თქვენთან, და არ მოაქვს ეს მოძღვრება, (მართლმადიდებლობა), ნუ მიიღებთ სახლში (მით უმეტეს საპატრიარქოში და სვეტიცხოველში) და ნურც მოიკითხავთ (ნუ მიესალმებით) მას. რადგან ვინც მათ მოიკითხავს, (მით უმეტეს პატივისცემით), მის ბოროტ საქმეთა (პირველ რიგში ღვთის გმობის) მოზიარეა." (2იოან.1,10-11). სამოციქულო ეკლესია მოციქულებს უნდა ემორჩილებოდეს და თუ საწინააღმდეგოს აკეთებს არის კი ის სამოციქულო?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев