პარალელურად გაჩერდება მანქანა
რომელშიც სეჰერი ზის, თუმცა სეჰერი და
სანამი ერთმანეთს ვერ ხედავენ, სანამი
როცა მანქანიდან გადადის სეჰერი
ტანვირთან მივა და რაღაცას ჰკითხავს,
ტანვირს ის სანამი ჰგონია.
შემდეგ ტანვირი ეტყვის სანამს რომ ვიღაც
გოგოში აერია, ძალიან ჰგავდა ხმით, სანამი
სეჰერს გახედავს მაგრამ ის უკვე მიდის და
მის სახეს მაინც ვერ ხედავს.
ტანვირთან ოთახში გაბრაზებული სანამი
შევა კისერში ხელს წაუჭერს და
ყველაფრისთვის პასუხს სთხოვს - მაგრამ
ამ დროს ტანვირს გაეღვიძება, ეს სცენა
მისი სიზმრის ნაწილი იყო.
ტანვირი შეშინებულია არ უნდა რომ
სანამმა რამე შეიტყოს, დილშადზე ცალკე
დარდობს და მისი თავიდან მოშორება
სურს.
სეჰერს ზუსტად ზოიას მსგავსი მანერები
აქვს, საწოლზე პიცისა ჭამა. ასევე მის
მსგავსად უყვარს ჩიფსები და კოკა კოლა.
სეჰერს სურს ერთი შეიხი გაქურდოს, მათ
ფულზე უჭირავს თვალი და სამკაულებზე.
რაჰატი ჰაიაზე ფიქრობს და ტირის.
რაჰატი ჰაია და ფაიზი სანამთან მიდიან
სახლში და ქორწილის შესახებ
ესაუბრებიან.
აჰილი ჰაიას ეუბნება რომ ქორწილისათვის
ყველანაირად გვერდში დაუდგება.
მიგვიანებით სანამი ამის გამო აჰილს
მადლობას უხდის.
ტანვირს და აჰილს სახლში ის შეიხი ჰყავთ
მოწვეული ვისი გაქურდვაც სეჰერს სურს,
აჰილი შეიხის დასახვედრად სანამს
ტანსაცმელს მიუტანს.
სეჰერი საკუთარ თავს სუნეჰრის უწოდებს.
სეჰერი ტანვირის სახლთან დგას და შეიხის
ქალიშვილების სამკაულებზე უჭირავს ისევ
თვალი, ისიც ისეთ ფორმას ჩაიცმევს
როგორიც შეიხის ქალიშვილებს აცვია და
სახლში ადვილად შევა.
სახლში შესვლისას სეჰერს ბუნდოვნად
მისი ბავშვობა ახსენდება.
შეიხს სეჰერი მისი შვილი ალიშა ჰგონია.
შეიხი მის შვილებს აჰილს გააცნობს,
შემდეგ მათ თავშალის მოხსნას სთხოვს,
სეჰერს უნდა მოეძრო და ამ დროს სანამი
შემოვა მისაღებში.
სანამის დანახვაზე აჰილი პირღია
გაშტერდება.
სანამი სეჰერის უკან დგას, ამიტომ სეჰერი
მის სახეს ვერ შეხედავს. ისე გავა სანამი
ოთახიდან რომ ვერ დაინახავს.
რაჰატი განიცდის მაგრამ ფაიზის გამო
არაფრის თქმა შეუძლია.
შეიხი სანამს ძალიან ძვირიან და ძვირფას
ყელსაბამს აჩუქებს.
სეჰერი სანამის ოთახში შეაღწევს და მის
საწოლზე კოტრიალობს, ძალიან უნდა
თვითონაც ასეთი ოთახი ჰქონდეს,
ფიქრებშია გართულუ. ამ დროს ტანვირს
დაინახავს და საწოლის ჩამიეფარება.
გვერდით ასაფის და ზოიას ფოტოა თუმცა
ვერ ხედავს. სიჩქარისგან სეჰერი ფოტოს
ხელს აკრავს, მაგრამ ისე დადებს რომ მას
მაინც ვერ ხედავს. ის ყელსაბამი მოეწონება
სანამის ოთახში რომ იყო, თავდაპირველად
ზოიას რომ ეკუთვნოდა და წაიღებს.
სეჰერი ხედავს ტანვირს როგორ კეტავს
სეიფს, შემდეგ სეიფთან მივა გააღებს და
სამკაულებსა და ფულს მოიპარავს.
სეჰერი ოთახიდან გამოსვლის დროს სკამს
გამოედება და ფორმა გაეხევა.
უკან სანამი მოდის და ამ დროს მას
მობილური დაურეკავს. დები ისევ ვერ
ხედავენ ერთმანეთს. სეჰერი იქედან
გაიპარება.
სეჰერი მის მოპარულს ათვალიერებს და ამ
დროს ტანვირი მოვა ის ძალიან
ანერვიულდება მაგრამ როცა გაიგებს რომ
ტანვირი ვერაფერს ხედავს დამშვიდდება.
ტანვირს სეჰერი ისევ სანამი ჰგონია.
სეჰერი ცდილობს სახლიდან გავიდეს
მაგრამ სამზარეულოში ამოყოფს თავს, იქ
სანამის მომზადებულ კერძს წააწყდება და
გასინჯავს, ამ დროს უცნაური შეგრძნება
ეუფლება, შემდეგ ლატიფი შემოდის და
სეჰერი იმალება, ლატიფი ხედავს რიმ
ტკბილი კერძი სულ ნაჭამია. ცოტა იყო
დარჩენილი და ამ ცოტას გადაანაწილებს
და სტუმრებთან ისე გაიტანს.
ჭამის დროს სამზარეულოში აჰილი შევა და
სეჰერს დაინახავს, მასაც სანამი ჰგობია და
უკვირს თანამედროვე ტანსაცმელში რომ
ჰხედავს, ეტყვის რომ გამოუცვალოს და
იქედან გავა. სეჰერი გაკვირვებულია.
შემდეგ სეჰერი რომელიღაცა ოთახში შევა,
სანამიც იქაა, კადრში ჩანს რომ მათ
ერთმანეთის სახე დაინახეს, მაგრამ არა.
მათ შორის დიდი სარკე დგას და ისინი
თავიანთ თავებს უყურებენ.
სანამი სარკის მეორე მხარეს გადავა
მაგრამ სეჰერი სახეს დაიფარავს. ამ დროს
შეიხის შვილი შემოვა და სეჰერს წაიყვანს.
მათ ერთმანეთი კვლავ ვერ დაინახეს.
ტანვირმა სამკაული მოიძია და ვერ იპოვა,
გაახსენდა რომ კარადის გასაღები სანამს
მისცა ამიტომაც სანამს უსაყვედურა.
აჰილმა სანმი ყველას თვალწინ დაიცვა.
ამის გამო სანამმა აჰილს მოგვიანებით
მადლობა უთხრა.
შეიხის სტუმრობისას საუბრის ვიდეო
ჩაიწერეს, იმ ვიდეოში სეჰერის სახე ჩანდა
სანამთან ერთად, როცა სეჰერი სავარძლის
უკან იმალებოდა, ამ ვიდეოს შემთხვევით
რაზია ნახავს და მაშინვე მიხვდება რომ ის
გოგო სანამის ტყუპისცალი სეჰერია.
სანამი რეჰანს ელაპარაკება დილშადზე, ამ
დროს მათ აჰილი დაინახავს და კვლავ
იეჭვიანებს.
კომენტირება0
გაზიარება0
"მაგარია!"7
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев