უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი..
ქალმა სამყარო.
ქალი დედაა..ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი,უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო ბავშვია თუ უკვე ბებერი.
მაშ,ვის დავუდგეთ მუხლის ჩოქზე,
თუ არა ქალებს.
მაშ ვის დავუნთებთ მაჯისსიმსხო
თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი,ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა..
არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.
ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა..ყველა ბატონი
ქალმა შვა ყველა სულიერი..
ყველა დამბლა და ყველა ძლიერი,
ამა ქვეყნის ბატონ პატრონი.
კაცის ძლიერ მკლავს ემონება
შექმნილა რაც კი.
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი
როგორც გულის ტყვე.
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა
დაბადების დღე.
კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა.
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე
ვარდი დაჰყაროს.
მამაკაცებო! რომც არა თქვათ
არცერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев