Предыдущая публикация
ვფიცავ, არ გავამხელ სად ხარ...
როგორ დამეღალე საფიცარო...
როგორ აგირიეს თავგზა.
უნდა გადაგმალო საქართველო...
ცხრა მთას, ცხრა ზღვას იქეთ, სადღაც...
ღმერთო როგორ მინდა მოგიშუშო,
ყველა იარა და დამღა...
გულზე ჭრილობები დაგიკემსო,
ფეთქვა გაგიხშირო მაჯის,
მკერდზე გვირილები დაგაბნიო,
მინდა დაგამგვანო მზის სხივს.
უნდა გადაგმალო საქართველო...
მალე მოგაშორო ავ თვალს.
როგორ დამეღალე საფიცარო...
როგორ აგირიეს თავ- გზა.
უნდა გადაგმალო, დამიჯერე,
აღარ დაგვრჩენია სხვა გზა.
იქ სხვა ქართველები გელიან და
ვიცი მოგივლიან კარგად...
ფატი ფირცხალავა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев