Предыдущая публикация
მაგ მოციმციმე ცისფერ თვალებში
მაგ მოციმციმე ცისფერ თვალებში,
ვნება ისე დუღს როგორც ვულკანი,
ქალავ, დამმალე მაგ წამწამებში,
და მაკოცნინე მაგ დალალებში.
იცოდე ძლიერ აღმაფრთოვანე,
სისხლი ადუღე,გული დაბინდე,
გავბედე,გრძნობა გავახმოვანე,
ახლა კი კარგო გთხოვ რომ დამინდო.
მღელვარე ზღვაში შევცუროთ ტრფობით,
თავდავიწყებას მივეცეთ კარგო,
სურნელი ვიგრძნოთ სამყაროს ტკბობით,
ვიბედნიეროთ ქვეყნად ვიხაროთ.
14.10.2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев