წავიდეთ მე და შენ! კუნძულზე წამოდი,
პატარა გემით და ქათქათა აფრებით!
დავსახლდეთ ვაშენოთ პატარა წალკოტი,
თაკარა მზის სხივით, ნაპირზე გავთბებით.
წავიდეთ,ავაგოთ პატარა სასახლე!
მარტო ჩვენ ვიქნებით, ერთურთის ამარა.
წამოდი ძვირფასო! კუნძულზე გასახლებ!
შეხედე,თოლიებს შეუკრავთ კამარა..
ტალღებში ვიცუროთ მე და შენ,
ლივლივით ვიხაროთ, ვიგიჟოთ,
საკუთარ ნებაზე!ფეხდაფეხ გაგყვები,
საკუთარ ჩრდილივით ხელს გავშლით
ფრთებივით, ყოველ დღე გემბანზე..
გაკოცებ.ვაზივით წელზე ხელსშემოგხვევ.
ჩაგიკრავ გულში და გეტყვი,რომ მიყვარხარ!
მადლობას შევწირავთ ორივე, შემოქმედს.
წამოდი, ძვირფასო! კუნძულზე მიმყავხარ!
შვილები გავზარდოთ,შენსავით ლამაზი!
ბევრი და რაც გინდა,დაარქვი სახელი!
თუ გინდა,ხანდახან კიდევაც გაბრაზდი.
მიყვარხარ!მე კი, ეს მექნება სათქმელი.
დაგიკრეფ ვარდებს და მოგართმევ ყვავილებს!
გიპოვნე, სად იყავ ნეტავი ამ დრომდი?!
მიყვარხარ,იცოდე!არ ჰგავხარ სხვა ვინმეს!
წამოდი!პატარა კუნძულზე წამოდი..
ვნახოთ მზის ამოსვლა! გორაკზე ავიდეთ!
ვარსკვლავი დავთვალოთ,სურვილი ჩავუთქვათ..
და ტკბილად დავბერდეთ წამოდი,წავიდეთ!
მე და შენ მარტო და არავის არ ვუთხრათ.
ზღვის ტალღებს მივანდოთ ძვირფასო,წერილი,
რომელსაც,ვერავინ გაიგებს ზღვის გარდა!
შემოვრჩეთ მე და შენ კუნძულზე, წლებივით.
გვახსოვდეს,ერთურთი თუ,როგორ გვიყვარდა..
მთვარესაც გაჩუქებ, სავსეს და კრიალას!
ხომ გინდა, მთვარეზე ფეხი რომ დავადგათ?!
ისე,ვით,პეპლები მოვირბენთ იალაღს.ვიგიჟოთ,
ვიხაროთ, სამყარო გადავდგათ..
გინდა,მზეს გაჩუქებ, თავისი ციანად!
მზის სხივზე გაფინე, ფერადი ღრუბლები.
სამყაროს გაჩუქებ, თუ გინდა მთლიანად!
მიყვარხარ ისე,რომ არასდროს ხუნდები!
შვილები ირბენენ კუნძულზე ფეხდაფეხ.
ვუყუროთ,ვიხაროთ შვილები განძია!
თუ გინდა,ზღვის ტალღებს ნაპირზე შეაფენ,
ვარსკვლავებს დაგიკრებ, ვით ყვავილს,ან,გვიან!
დავბერდეთ ტკბილად და შვილებსაც მოვუყვეთ,
თუ როგორ გვიყვარდა ერთურთი, რას გრძნობდი.
ვარდისფერ ბილიკებს ნაპირზე გავუყვეთ.
წამოდი ძვირფასო, კუნძულზე წამოდი...
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев