რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო. ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც შენს წინ დავემხო არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო შენთან ცრემლისღვრა?! როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?! ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი ჩემი ბრალია ქვეყნად შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ! დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ. ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი ო, როგორ მინდა რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?! მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო
იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ, სადაც ნამდვილად ყველაფერი ვარდისფერია, სადაც არ მიაქვთ ტკივილები მაშინვე გულთან, არც იმედების გაცრუებას არ მოელიან
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 6
სიმშვიდე ვნახე თქვენთან ერთად, სინათლეს აფრქვევთ,
გაბრწყინებულხართ ღვთივკურთხეულ დედამიწაზე,
სიხარულია თქვენს გარშემო, სულის სიმაღლე,
მე რომ მიყვარხართ _ ეს ძველია, განა სიახლე!
.,¡i|¹i¡¡i¹|i¡,. .,¡i|¹i¡¡i¹|i¡,.
`'¹li¡|¡|¡il¹'`. .`'¹li¡|¡|¡il¹
...........
ვერ გავიგე... ნეტა ვინ ხარ?..
ქალი ხარ, თუ - ქალღმერთი?
გოგო ხარ, თუ ანგელოზი, -
ციდან ჩამონაღვენთი?
თუკი ევას შესაქმნელად
უფალს ეყო დღე ერთი,
სულ შენ გქმნიდა იმ დროიდან,
საუკუნე ას ერთი...
ამიტომაც აღარ მიკვირს,
როგორ გაჩნდი ასეთი!!!მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო
****
****
იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ, სადაც ნამდვილად ყველაფერი ვარდისფერია, სადაც არ მიაქვთ ტკივილები მაშინვე გულთან, არც იმედების გაცრუებას არ მოელიან
ბროწეულის ყვავილივით
ლამაზი ხარ,წმინდა,
იქნებ მზის სხივს ჩამოყევი
ლაჟვარდოვან ციდან!
იქნებ მთვარის ავსება ხარ ,
გათენება დღისა?!
თავანკარა ნაკადული
მორაკრაკე მთისა?!
ქარიშხალის ამოვარდნა?!
შეგადარო ვისა?
ვისურვებდი უხვად გქონდეს,
შენ წყალობა ღვთისა.