არნავი ეჩხუბება კუშის, გოგო უხსნის მას რომ ასე მის გასამხიარულებლად მოიქცა, არნავი ბოლოს მშვიდდება და ეკითხება კუშის რა სურპრიზზე ელაპარაკებოდა, გოგო პასუხობს რომ ბილეთები იყიდა ჰოლივუდურ ფილმზე და იქ ინგლისურად უნდა ილაპარაკონ. არნავი ეშმაკური სახით პასუხობს მართლა? დიახ ბატონო არნავ. არნავი ეუბნება კუშის რომ ბატონო მოაშოროს და მხოლოდ არნავი დაუძახოს. კუში როგორღაც ბედავს მხოლოდ არნავის დაძახებას და შემდეგ ეხუტება ბიჭს.
კუში სახლში ბრუნდება და გამწარებული იწყებს მორთულობების დაყენებას, ის ეუბნება ყველას რომ ლამაზათ უნდა მორთან აქაურობა რადგან ხვალ არნავის დაბადების დღეა, მაგრამ მანორამა ეუბნება მას რომ არაფრის გაკეთება არაა საჭირო რადგან არნავს არ უყვარს დაბადების დღის აღნიშვნა.
ანჯალი ეუბნება კუშის რომ არნავი ყოველთვის ჩხუბობს თუ მიულოცავენ ან რამეს გააკეთებენ აღსანიშნავათ. კუში ამბობს რომ ასეთი ძველი არნავი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და გადის იქიდან. ანჯალი ამბობს რომ მას არნავი გაუბრაზდება. ამ დროს არნავი შემოდის და ეკითხება რაზე უნდა გაბრაზდეს.
კუში საჭმელს უკვეთავს, არნავი შემოდის და ეუბნება რომ არ უნდა დაბადების დღის აღნიშვნა. ანჯალიც იმავეს უმეორებს კუშის, გოგო მოწყენილია. კუში ოთახში შედის არნავი ლეპტოპთან ზის. კუშის უნდა ტანსაცმელი შეუკვეთოს მისთვის და ცდილობს მისი კოსტუმის ზომა აიღოს, მაგრამ არნავი არ აცდის ამას. ბოლოს კუში ეშმაკურ ხერხს მოიფიქრებს, ის მივა არნავთან და სთხოვს თვალები დახუჭოს, შემდეგ კი ისე იქცევა თითქოს ეფერება და ჩუმად უღებს ზომებს.
უკვე დილაა, არნავი იღვიძებს და მოლოცვას ელოდება კუშისგან მაგრამ გოგო უბრალოდ მშვიდობიან დილას უსურვებს მას, არნავი დაბლა ჩამოდის, მას ამანი ურეკავს მაგრამ არც ის ულოცავს. მთელი ოჯახი სუფრასთანაა, არნავი ელოდება მათგან მოლოცვას მაგრამ არავინ არ იღებს ხმას, არნავი მოწყენილი მიდის სამსახურში.
არნავი და აკაში ოფისში საუბრობენ, არნავი ეკითხება რამე ხომ არ დაავიწყდა დღეს მისი დაბადების დღეა, აკაში პასუხობს რომ ამ დღეს სხვებისგან განსხვავებულად არასდროს არ მიიჩნევდა. ამ დროს კუში მოდის და საჭმელი მოაქვს, ის ისევ არ ულოცავს არნავს. არნავი და აკაში სახლში ბრუნდებიან, ყველა ფილმს უყურებს. ამ დროს კურიერს ნამცხვარი მოაქვს არნავისათვის, მაგრამ კუში ეუბნება რომ ვერ აიღებენ რადგან დაბადების დღის აღნიშვნა არ უყვარს არნავს. ბიჭი ბრაზდება.
არნავი შედის ოთახში და კუშის ეკითხება რატომ გაატანა ნამცხვარი უკან. კუში პასუხობს რომ არნავს არ უნდოდა აღნიშვნა. არნავი ბრაზდება და კუშის საყვედურობს, ის ამბობს რომ მართალია არ უყვარს აღნიშვნა მაგრამ ეს მისი პირველი დაბადების დღეა ქორწინების შემდეგ და მას შეეძლო უბრალოდ მიელოცა მაინც მისთვის. კუში მოწყენილი ხმით პასუხობს მას რომ ყველაფერი მზად ქონდა აღნიშვნისათვის, მაგრამ მის გამო გააუქმა, ის შეიცვალა არნავის გამო მაგრამ ის მაინც უკმაყოფილოა. არნავი ცდილობს რაღაც თქვას, მაგრამ კუში გადის.
ყველა მაგიდასთან ზის, კუში ძალიან მოწყენილია ის ჩუმად შედის სამზარეულოში. ამ დროს არნავიც ჩამოდის, ყველა ულოცავს მას, არნავი ფიქრობს რომ კუშიც მიულოცავს მაგრამ გოგო ჩუმადაა, ანჯალი ეუბნება არნავს რომ კუშიმ მის გამო ძალიან ბევრი იწვალა მაგრამ ყველაფერი ჩაეშალა. არნავი თავის ოთახში ადის, მასთან აკაში მიდის და ეუბნება რომ ქალების გაგება ძალიან ძნელია, მათგან განსხვავებით ყველა თარიღი ახსოვთ და უფრო მომთხოვნები არიან, არნავი კითხულობს რისი გაკეთება შეუძლია მას. ძმა პასუხობს რომ თვითონ მიხვდება.
ვიღაც სამზარეულოში ჯალების ამზადებს, ეს არნავია. ბიჭი მთლიანად ფქვილშია ამოსვრილი და თან ზეთით იწვავს ხელებს. ამ დროს ყველა კარიდან აკვირდება მას, ანჯალის უნდა მიეხმაროს მაგრამ სხვები არ აძლევენ ამის უფლებას. კუში ოთახშია, არნავი მასთან შედის და პატარა მაგიდასთან მიყავს, კუში ეკითხება რა დევს იქ, არნავი ამბობს რომ დღეს ძალიან მოწყენილი იყო და ის გააკეთა რასაც კუში აკეთებს ხოლმე როცა გაბრაზებულია, კუში გაოცებულია ჯალების დანახვით. მას სანთელი მოაქვს და სთხოვს არნავს რამე ჩაიფიქროს და ჩააქროს, შემდეგ კი ულოცავს მას. კუში სინჯავს ჯალების და ამბობს რომ ძალიან გემრიელია, არნავიც იღებს მაგრამ იჯღანება და ეკითხება კუშის როგორ შეძლო ამის ჭამა, გოგო პასუხობს რომ იგივე ადრე არნავმაც გააკეთა.
არნავი ბოდიშს უხდის კუშის და პირდება რომ შემდეგ დაბადების დღეზე ყველაფრის უფლებას მისცემს. კუში გახარებულია ამით. არნავი ეკითხება მას სადაა საჩუქარი. კუში აძლევს მას პიჯაკს და სთხოვს ჩაიცვას. არნავი შიგნიდან ეძახის რომ საეჭვოა ჩაეტიოს. ბიჭი გამოდის და ბავშვის ზომა პიჯაკი უჭირავს. კუში ძალიან ბრაზობს მაგრამ არნავი ამშვიდებს. გოგო კიდევ ერთხელ ულოცავს და ლოყაზე კოცნის ქმარს. არნავიც კოცნის მას და ფრთხილად აწვენს საწოლზე.
მეორე დილით კუში დიზაინერთან მიდის და ეჩხუბება მას შეცდომის გამო. კუში ეუბნება რომ მისი შეკვეთა ეისარის სახელზე იყო, ამ დროს ვიღაც ბავშვი მოდის ზუსტად არნავის ნაირი ჩაცმულობით და მკაცრი სახით, კუში გაოცებული უყურებს მას. ბავშვი ეჩხუბება დიზაინერს, კუში ეკითხება რატომ არ მოვიდა აქამდე, ბავშვი ამბობს რომ დაკავებული იყო, კუში ამბობს შენი აზრით მე თავისუფალი ვარ? ბავშვი უბრალოდ თითს სწევს და უბრძანებს კუშის მოკეტოს, შემდეგ კი გადის. კუში გაოგნებული ფიქრობს ცხადი იყო ეს სიზმარი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев