შიტალი წერს რომ ის მარტოხელა დედაა. მათი გამოსვლის შემდეგ კუში ოთახში იპარება, ის ცდილობს ფაილის პოვნას, მაგრამ მდივანი უშლის ხელს. არნავი სკოლაში მიდის, კუში ხედავს როგორ ელაპარაკება ის აარავს და ისევ ეჭვები ტანჯავს.
ყველა უკვე სახლშია, მანორამა გაზეთს კითხულობს სადაც წერია რომ 2 ბავშვი ერთსა და იმავე დღეს გაჩნდა და ვერ არკვევენ მათი მშობლების ვინაობას, ენქეი ამბობს რომ ამის გარკვევა ძალიან მარტივია დეენემის ანალიზის მეშვეობით. კუშის ეს იდეა ჭკვაში უჯდება.
ღამით კუში ისევ ენქეის სიტყვებზე ფიქრობს და ცდილობს არნავს თმის ღერი მოაძროს, ბოლოს ამას ახერხებს კიდეც, ბიჭს ეღვიძება და ეკითხება რა მოხდა. კუში პასუხობს რომ თმაში რაღაც ქონდა. არნავი ეუბნება რომ დაიძინოს და მის ხელს ლოყას დაადებს, კუში კარგავს თმას.
დილით ყველა აარავის სასკოლეთ მორთვითაა დაკავებული. შიტალი ემოციებს ვერ მალავს როცა ხედავს როგორ ზრუნავენ მის შვილზე. მანორამა ეკითხება შიტალს რატომ არ გათხოვდა, კუში ნერვიულდება, მას თმის სპრეი გამოაქვს და არნავს სთავაზობს თმის მასაჟს, რადგან უნდა თმის ღერი მოაძროს, მაგრამ ბიჭი უარს ამბობს, საბოლოოდ კუშის მანორამასთვის უწევს მასაჟის გაკეთება.
ყველა მაგიდასთან ზის, კუში რაღაც საჭმელს უწყობს შიტალს თეფშზე, არნავი ეუბნება რომ შიტალს ამაზე ალერგია აქვს, ენქეი გაოცებულია რომ არნავს ეს ახსოვს, არნავი რაღაცაზე შიტალის გვარს ახსენებს, რომელიც კა ასოზე იწყება, კუში ეკითხება მას რატომ ეძახის აარავს ეისარს. შიტალი ხველებას იწყებს და პასუხს თავს არიდებს. კუში ფიქრობს რომ აუცილებლად უნდა გააკეთოს დეენემის ანალიზი.
აარავი სკოლიდან ბრუნდება და ცდილობს დაიმალოს, არნავი ეკითხება რატომ აკეთებს ამას, ბავშვი პასუხობს რომ მისი ოჯახის წევრები გამუდმებით ლოყაზე ჩქმენტენ ან თმას ვარცხნიან, არნავი პასუხობს რომ ესმის მისი. ისინი აუზთან გადიან და კუშიზე ლაპარაკობენ, აარავი ამბობს რომ ის ზოგჯერ ბავშვივით იქცევა, არნავიც ეთანხმება მას, კუში მოდის და საყვედურობს მათ ასე ლაპარაკისათვის. გოგო უკან წასვლას აპირებს მაგრამ ორივენი შარფზე დაებღაუჭებიან, შემდეგ კი ბოდიშს უხდიან. კუში ორივეს ეხვევა და ახერხებს თმის ღერის მოძრობას.
დილით კუში პასუხს ელოდება, კურიერს კონვერტი მოაქვს, კუში მას კარადაში მალავს. ცოტა ხნის მერე კუში აპირებს მის გახსნას, მაგრამ ამ დროს არნავი შემოდის, ბიჭი ხედავს რომ კუშის ზურგს უკან რაღაც კონვერტი უჭირავს და ძალით ართმევს მას. არნავი კითხულობს რომ ეს დეენემის ტესტია მისთვის და აარავისთვის და ძალიან ბრაზდება, კუში ცდილობს აუხსნას მაგრამ უშედეგოთ.
არნავი ეკითხება კუშის როგორ შეეძლო ასეთი რამის გაკეთება, რატომ არ ენდობა მას, შემდეგ კი სთხოვს გახსნას კონვერტი. ამ ყველაფერს კარიდან შიტალი უყურებს და იმედი აქვს რომ კუში კონვერტს არ გახსნის. კუში აპირებს გახსნას, მაგრამ შემდეგ ხევს მას და ბოდიშს უხდის არნავს. ბიჭი კიდევ ერთხელ უმეორებს რომ შიტალი უბრალოდ მისი შეყვარებული იყო და სხვა ურთიერთობა არ ქონია.
კუში ფიქრობს რა შეიძლება ახლა გააკეთოს, ის დაბლა ჩადის და აარავთან მიდის რომელიც ხატვითაა გართული. კუში შემთხვევით უფუჭებს მას ნახატს და აარავი ძალიან ბრაზდება. კუში მასთან შედის ბოდიშის მოსახდელათ და ამ დროს შიტალის დღიურს ხედავს. კუში თავს ებრძვის, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვეტს წაკითხვას. იქ ლაპარაკია ვიღაც ბიჭთან შეხვედრაზე, რომელიც ძალიან შეუყვარდა, კუში ცდილობს მისი სახელი გაიგოს, მაგრამ მხოლოდ ბიჭათაა მოხსენიებული.
კუში სახლის სარდაფში შედის სადაც ძველი ნივთებია შენახული, ის პოულობს არნავის სურათს სადაც შიტალთან ერთადაა. სურათი 5 წლის წინათაა გადაღებული, აარავიც ხუთი წლისაა. კუში ისევ ეჭვებში ვარდება. კუში ჰოსპიტალში მიდის და ეკითხება აქვთ თუ არა მეორე ასლი, მაგრამ ვერ პოულობენ, გოგო შემდეგ სკოლაში მიდის განცხადების ფორმის სანახავად. კუში მამაკაცივით იცვამს და ისე შედის სკოლაში, მაგრამ ვერაფრის გაგებას ვერ ახერხებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1