დაბადების თარიღი: 1985 წლის 9 იანვარს
დაბადების ადგილი: მუმბაი, მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი
პროფესია: მსახიობი
კარიერა: 2008 წლიდან
ზოდიაქო: ვერძი
სიმაღლე: 183 სმ
ბიოგრაფია: მურნალ ჯეინი ინდური ტელევიზიისა და ბოლივუდის მსახიობია. იგი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილია 2008 წლიდან 2015 ჩათვლით გადაღებულ ინდური სატელევიზიო სერიალით „Uttaran“ – „ორი ბედი“, სადაც ის შურიანი ტაპასიას უცნაური შეყვარებულის, აკაშის როლს თამაშობს. მონაწილეობს აგრეთვე სხვადსახვა სატელევიზიო შოუების წამყვან როლებში.
მურნალი 1985 წლის 9 იანვარს დაიბადა მუმბაიში. მამამისს ტექსტილის საწარმოში ჰქონდა ბიზნესი. სანამ ხელოვნების სამყაროში შემოვიდოდა, ბიჭი მამას ეხმარებოდა მუშაობაში. მსახიობის დედის ერთადერთ მიზანს, თავისი შვილი ეკრანზე ხილვა წარმოადგენდა. დედა შვილს მოუწოდებდა, რომ კომერციულ რეკლამებში ჩართულიყო და მანაც არ დააყოვნა. ის ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში და ძალიან ბევრს კითხულობდა, უყურებდა ფილმებს.
2007 წელს მსახიობი Gladrags-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა და პროფესიონალური სამსახიობო კურსები გაიარა. 2008 წლიდან კი - კარიერის კეთებას შეუდგა. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე Ramp შოუში და ისეთ კომერციულ გადაღებებში, როგორიცაა Dabur Vatika, Raheja, ფლოტის Mangement და სხვა. იმავე წელს მან სადებიუტო როლი შეასრულა ბოლივუდის ცნობილი რეჟისორის რამ გოპალა ვარმას ფილმში „Satya 2.“ ამჟამად, მსახიობი მონაწილეობს პროექტში „grey shaded character in Uttaran“-ში, სადაც ის ღვთაება ვიშნუს განასახიერებს. მისი ხასიათის ზუსტად დაჭერისთვის, ის თითქმის ყოველდღიურად დადის ვიშნუს ტაძარში. ინტერვიუში აღნიშნა, რომ „მე ერთნაირი ძალისხმევით გავაგრძელებ მუშაობას, როგორც სატელევიზიო პროექტებში, ისე მხატვრულ ფილმებშიც. ჩემი აზრით, ორივე სფერო აუცილებელია აუდიტორიის წვდომისა და დაპყრობისთვის. სწორედ, ტელევიზიის დამსახურებაა ის, რომ მე ამჟამად, თქვენს გვერდით ვარ! და არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ არანაკლებ როლს თამაშობს ჩემს კარიერის პროგრესში მხატვრული ფილმებიც!“ მურნალი ბედნიერია, რომ როგორც ტელემსახიობი, კარგ როლებს იღებს მხატვრულ ფილმებშიც. ამჟამად, გადღების პროსესშია მხატვრულ ფილმში „undercover“ , სადაც პოლიციელის როლი ასრულებს.
ტელესერიალში "Uttaran“ – „ორი ბედი“ ტინა დუტთან პარტნიორობის შესახებ, მრუნალმა განაცხადა: „სასიამოვნოა მასთან თამაში. ტინა გადასაღებ მოედანზე ბავშვივით გამოიყურება... მან უფრო მეტად უნდა გაანებივროს საკუთარი თავი... მე ვფიქრობ, რომ ყველა გოგონამ კარგად უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. ისინი ამას დიახაც რომ იმსახურებენ!“
პ ი რ ა დ ი მსახიობი ვეგეტერიანელია. მას შავი ფერის თმები აქვს. რელიგიით ინდუსია. გატაცებულია მაგიდის ჩოგბურთით და ცურვით. ძალიან უყვარს ბანჯი-ჯამპინგის კეთება და სურს მეუღლესთან ერთად წყალქვეშ იცურაოს. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა პირველი სიყვარულის შესახებ გაიხსენა: „ჩემი პირველი მონაპოვარი ძალიან საინტერესოა. დღემდე მახსოვს, მე ვიხილე ეს ულამაზესი გოგონა და მყისიერად გავოგნდი. ის იმდენად ლამაზი იყო, რომ ვერაფრით შევაჩერე ვნებათა ღელვა. ყოველდღე ვცდილობდი დავლაპარაკებოდი მას, მაგრამ უბრალოდ გამბედაობა არ მყოფნიდა“. მსახიობს ყოველთვის სურდა, რომ მას მშობლებისგან ხელდასმული ქორწინება ჰქონოდა. ქორწილი ტიპიური ცერემონიალით მუმბაიში გადაეხადა და მასზე თავისი მეგობრები მიეწვია „სატელევიზიო“ საძმოდან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев