პროგრამა გლისხმობს შემდეგს.: მსურველების ჩაწერა-რეგისტრაცია დაიწყება 4-აგვისტოდან,შედგება ჯგუფი და 17-აგვისტოს გავემგზავრებით ლიკანში,პროგრამა არის 10-დღიანი და დასრულდება 27-აგვისტოს. ერთი დღის საფასური აის 30-ლარი,სრული საფასური 300-ლარი. ამ თანხაში შედის:
1. ბინა.
2.სამჯერადი კვება.
3. 5-მასაჟის უფასო პროცედურა .
4.დილის ვარჯიში .
5.დღის განმავლობაში სპორტული თამაშები .
6.ჯგუფთან ერთად იქნება ექიმი და გაუწევს მეთვალყურეობას ჯგუფის წევრების ჯანმრთელობას .
7.ლაშქრობა რომანოვების სასახლის ბაღში.
8.იმ შემთხვევაში თუ 2-ადამიანი(ცოლ-ქმარი, დედს~ა-შვილი) დაიკავებს ერთ საწოლს ორი საწოლის მაგივრად მაშინ ისინი გადაიხდიან 10-ლარით ნაკლებს.
ამას გარდა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ექსკურსიის ორგანიზება რაბათის ციხესა და ვარძიაში. ერთი კაცი დაჯდება 10-15 ლარი. ჩვენს სახთან 50-მეტრში არის ჯომარდობის კლუბი და მსურველებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ჯომარდობაში 25-ლარად.
სახლი სადაც დავისვენებთ მდებარეობს სოფელ ლიკანში,წყნარ და მყუდრო ადგილას,კლდის ძირში,სახლი არის კეთილმოწყობილი,2 აბაზანა,3 ტუალეტი,მუდმივი ცხელი და ცივი წყლით, 2 დიდი აივნით საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები, 2-ეზოთი,ეზოში არის საქანელები,მაგიდები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
დასვენების მსურველები უნდა ჩაეწეროთ წინასწატ,4-აგვისტოდან შემდეგ მისამართზე: თბილიში,თავისუფლების მოედანი,ლერმონტოვის ქუჩა 11(ყოფილი მერიის უკანა მხარე)
მობ: 595 927 924
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев