ვინც ღია ცის ქვეშ ათენებს ღამეს.
ზოგჯერ ნაკლებად ვფიქრობთ ჩვენ სხვაზე
ის კი - სევდაში ატარებს წამებს. . .
და სადღაც ქუჩის ვიწრო კუთხეში
დგას მარტო, ობლად საწყალი ბავშვი . . .
პურის ნატეხი უჭირავს ხელში
სხვების ბავშვებს კი - სძინიათ სახლში.
სავსეა დარდით თვალები მისი
და სითბოს ეძებს ყველაში, ყველგან . . .
ყველას არ უყვარს შვილები სხვისი,
მით განსხვავდება ის ყველა ჩვენგან.
ფიქრობს და ხვდება, რომ ის სხვა არის
და თავის ადგილს ქუჩაში ხედავს,
ფიქრობს და გულზე უჩნდება ბზარი
ის ხომ ვერავის ეძახის დედას!
ის უკვე ყველას უყურებს ზიზღით,
რადგან ჩვენ თვითონ ვექცევით ასე,
ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთადერთ მიზნით,
რომ ფულით გვქონდეს მუთაქა სავსე . . .
და გვავიწყდება, რომ ყველა ბავშვი,
რომ ყველას შვილი შვილია ღმერთის!. . .
წამო, პატარავ, წაგიყვან სახლში,
არ შემიძლია მოთმენა მეტის!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев