"და უეცრად უჩინარი ხდები, ვეღარ იტევს სული ამ სამყაროს, დედამიწას, მიწას, სინათლეს ვერაფერს... გინდა ერთდროულად ჩაეხუტო ყველას ყველაფერს, მაგრამ ისინი შენს მკლავებში ვეღარ ეტევიან ერთდროულად ხარ და აღარც ხარ ნელ ნელა ქრები, მოგწონს გაუჩინარება თანდათან მოგწონს მიწის სუნი ცაში მონავარდე ჩიტები ბავშვის თვალები წვიმის წვეთები ცვივა, ცვივა, მაგრამ შენ არ გცივა ან შეიძლება მოგწონს სიცივე და მაშინ გრძნობ, რომ ნამდვილად გიყვარს იმიტომ, რომ იცი ყველაფერი მთავრდება და შენი დასასრულიც მოვა... ამიტომაც გიყვარს სიცოცხლე, და გრძნობ სიცოცხლე შენ არ გეკუთვნის, ეს შენ ეკუთვნის სიცოცხლეს. და როცა ამას ხვდები რაც უფრო დიდი ხდები შემდეგ პატარავდები და ქრები და ამიტომაა სიცოცხლე მშვენიერი".
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1