თავი 14. 15
თემრაზმა გოგონები აეროპორტში მიაცილა.გულდამძიმებულ ადგილს
ვერ პოულობდა.ყველა ტკივილი თავიდან განუახლდა.
გაცილება გაუჭირდა.მანო
გულში ჩაიკრა და ჩუმად ჩასჩურჩულა:
-დამელოდე მანო, შენამდე
ფორთხვით ; რომ მომიწიოს
მოსვლა მაინც მოვალ.არასდროს მიგატოვებ , რადგან
მიყვარხარ და შენს გარეშე
ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.
წადი და თავს გაუფრთხილდი.
რაც არ უნდა მოხდეს და რაც
არ უნდა გაიგო, იცოდე მე მაინც
მოვალ რადგან შენი სიყვარული მომიყვანს იცოდე..
საშინელება იყო მანოს გარეშე დარჩენა.მიხვდა მის გარეშე ერთ წუთსაც ვეღარ გასძლებდა.
-ყველაფერს კომპანიონებს გადავაბარებ და წვალ.-ფიქრო-
ბდა თემრაზი და სახლს უახლოვდებოდა. მანქანა სახლის ჭიშკართან გაჩერდა და
თემრაზმა ეზოს კარები
გახსნა და როდესაც მანქანის დაძვრას აპირებდა საშინელი
გამაყრუებელი ხმა გაიგონა მანქანა ჰაერის ტალღამ აიტაცა და აღარაფერი ახსოვს.გონზე მოსულმა თვალები უაზროდ გაახილა, ვერ მიხვდა რა მოხდა
საშინლად ტკიოდა თავი და სუნთქვა უჭირდა.ხალხის ხმები გარკვევით გაიგონა. მიხვდა მანქანა გულაღმა ეგდო და თვითონ კი მანქანაის კაბინადი იყო გაჭედილი.
ხალხის დახმარებით ძლივს გამოიყვანეს მანქანიდან, საშინლად ცხელოდა და ბენზინის გამაბრუებელი სუნი იდგა ირგვლივ, გული ერეოდა , თავბრუ დაეხვა, ორჯერ სცადა ფეხზე წამოდგომა დაინახა მანქანას ცეცხლი წაეკიდა ,
მხრებში ამოუდგნენ და სასწრაფოდ ტერიტორია დაატოვებინეს მაგრამ უეცრად მანქანა აფეთქდა და საშინელმა ტალღამ ისევ მოისროლა და გონიება დაკარგა.თვალები,
რომ გაახილა, თავზე ექიმები
ადგნენ.ვენაზე შეერთებულ სისტემას მოჰკრა თვალი.
-ექიმო , რა მოხდა, რაღაც საშინელი აფეთქება იყო, ბუნდოვნად მახსოვს .გთხოვთ მითხრათ რა მოხდა?
-ალბათ თქვენ უკვე გამომძიებელი გაგესაუბრებათ
ვატყობ უკვე გონზე მოხვედით და კარგად ხართ.
-რა აფეთქევა მომიწყეს და
გადავრჩი?
-არა თქვენ არა მაგრამ...ჩაი-
ლაპარაკა ჩუმათ ექიმმა.
თემრაზი შეკრთა , ფერი დაკარგა, რაღაც საშინელმა
ფიქრმა შესძრა, მისი ხმამაღლა
წარმოთქმა გაუჭირდა.,; ღმერთ
თო მიშველე, ოღონდ ეს არა,"
-ვაიმე დედა !-ჩაუჩურჩულა და გიჟივით წამოვარდა.-იღონდ ნუ მეტყვით, რომ დედა აღარ არის.
თავზე ხელები წაივლო და პატარა ბიჭივით ატირდა.
-მაინც მომწვდნენ, რატომ დაგიჯერე , რატომ დაგტოვე.ეს რა გავაკეთე.ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ასე არაკაცურად თუ დამარტყამდნენ ვერ ვიფიქრებდი.
პალატაში ახალგაზრდა კაცი
შემოვიდა.
-გამომძიებელი მაიორი სერგეევი, თქვენთან ლაპარაკი
მინდა თემრაზ ტატაშიევიჩ.
-ახლა, მე არავისთან ლაპარაკი არ მსურს, ინტერვიუები მითუ-
მეტეს-.მკაცრად ჩაილაპარაკა
თემრაზმა.
-ეს გამოძიებიდან გამომდინარე კითხვებია, უბრალოდ ფორმალობა.
-ფორმალური , რომ არის ამიტომაც არ მსურს არავისთან
ლაპარაკი, ჯერ დედა არ მინახავს.მომეცით საშუალება თავად გავერკვე.
-ბატონო თემრაზ, თქვენთან ვიცი ორი ფრანგი დიზაინერი
სტუმრობდა მინდა გავარკვიო, რამდენად უსაფრთხოა ფრანგების სიცოცხლე.
-გადაეცი მათ ვისაც აინტერესებს, რომ საკმაოდ
უსაფრთხოდ არიან და თან
დაამატეთ,,აფხაზთან", ძალიან
შეეშალათ.პალატაში ატირებული ლინდა შემოიჭრა.
-თემრაზ ჩემო კარგო ეს რა უბედურებაა.ვატყობ ყველაფერი იცი, დეიდა ადას გამო განადგურებული ვარ
გისამძიმრებ საყვარელო.ჩაეხუტა თემრაზს და ატირდა. თემრაზი ნერვიულმა კანკალმა
აიტანა-. ბატონო სეერგეევო
გიმეორებთ აფხაზს არ ჩვევია არაკაცური თამაში და არც იმალება. კიდევ ერთხელ გეუბნევით გადაეცით მათ
მე არაფერს ვივიწყებ და მათსავით უმწეო ქალებზე არ ვნადირობ.გამწარებული და გამხეცებული აფხაზს შეეყაროს არავის ვურჩევ,
ჯობდა მე გამსწორებოდნენ და ჩემით დაეწყოთ.არავისი გამოძიება არ მჭირდება.მე
თვითონ გავარკვევ და ქვას ქვაზე არ დავტოვებ.
გამომძიებელი მიხვდა
თარბა გამოძიებასთან
თანამშრომლობას არ აპირებდა და პალატა დატოვა.
შეშინებულმა ლინდამ გამომძიებელს თვალი გააყოლა და გაბრაზებული თემრაზს
მიუბრუნდა.
-რას ჩადიხარ , გთხოვ თავი ხელში აიყვანე და ნუ გაამწვავებ საქმეს.ამ სიგიიჟეების მიტანა როგორ
შეიძლება მათ ყურამდე. ნუ
მისცემ საბაბს დროებითი
დაცვის მიზნით შინაურ პატიმრობაში აგიყვანონ და სულაც არაფერი მოგიწყონ.
ატირდა ლინდა.
-დამშვიდდი, ხელსაც ვერ
დამადებენ , მათ მარტო ეგ შეუძლიათ , რაც გააკეთეს.ჩემს მოკვლას ტვინი უნდა რომელიც მაგათ ვინ მისცა. ახლა ჩემი ჯერია და მე ვასწავლი როგორ უნდა დაამთავრო ყველაფერი კარგად და ლამაზად.ისე რომ გამომძიებელი და გამომკიდებელი არ დაგრჩეს .
სახე გაუქვავდა სიბრაზისგან
თემრაზს.-ახლა დაწვრილებით
მომიყევი რა მოხდა. დედა სად ყავთ.
-შენ გასულხარ თუ არ სახლში
შესულან .მკვდარია შენი დაცვის სამი ბიჭი. დაუნაღმავთ
ყველაფერი. თავლაც კი. დედა და მაშა საწოლ ოთახში ყოფილან აფეთქების დროს. მაშა გადარჩა. გადარჩებოდა დეიდა
ადაც მაგრამ გულმა უმტყუნა . ყველაფერი განადგურებულია.
ყველაზე მტკივნრულ ადგილას
დაგარტყეს. ,, ენგური" და ,,პატარა " თავლიდან მოშორებით დახოცეს . მერე
ააფეთქეს თავლა.
დეიდა ადა ქართულ სათვისტომოს ეკლესიაში
ასვენია , ყველაფერი წედრიგშია თუ ამას წესრიგი ჰქვია.ატირდა ისევ ლინდა.
როგორ ვეხვეწე, რომ გოგოებს გაჰყოლოდა, მაგრამ აიჩემა რომ ვერ მიმატოვებდა.
მიხვდა თუ დამტოვებდა ისინი
მე მომკლავდნენ.ღმერთო, როგორ გამამწარეს , გული
გამიხეთქეს.-თვალები ცრემლებით აევსო თემრაზს.
საავადმყოფოდან მეორე
დღეს გამოვიდა. არც არავისთვის უკითხავს თანხმობა.დედის სანახავად
გაემართა ქვასავით ჰქობდა
გული გაქვავებული.შეკრთა
გაციებულ დედის სხეულს , რომ
შეეხო.ისე ჩაეხუტა; თითქოს
უნდოდა გაეთბო.
-მაპატიე, ჩემო თბილო და საყვარელო, რომ იმ წუთს
მარტო იყავი.დამნაშავე ვარ , რომ ძალით არ გაგგზავნე, ამას
არასდროს ვაპატიებ თავს.
როგორ მიყვარხარ დე, როგორ მარტო დავრჩი საცოდავი და
მიუსაფარი უპატრონო პატარა
ბიჭივით.- ტიროდა თემრაზი .
დედა სახლის ეზოში დამარხეს , თავის საყვარელ
თეთრი ვარდების ხეივანში .იმ
დღეს თვალიდან ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია.გაქვავევული
სახით დასცქეროდა დედის
საფლავს და თავისთვის
ჩურჩულებდა:
-ყველას გაზღვევინებთ.ბევრის ნამუსზეა დედა შენი წმინდა
სული , პასუხს ბევრს ვაგებინებ
ღმერთო შემინდე , რადგან ეს
ბრძოლა მე არ დამიწყია .მაგრამ პასუხს ყველას ვაგებინებ ამ ბოროტებაზე .
თამარელა.
/ თამარ დანდლიშვილი/
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბა
თ ა ვ ი 15.
გოგონები ოფისში ისხდნენ ყავას სვამდნენ და მომავალ ქორწილზე ლაპარაკობდნენ.
უეცრად ტელეფონმა დარეკა,
ნინამ ტელეფონი , აიღო და გაეპასუხა.ყურმილიდან ლინდას
შეშინებული ხმა გაისმა, რომელიც დაბნე ული და შეშინებული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
-გოგონებო , ძალიან ცუდი ამბავი მოხდა.თემრაზს აფეთქება მოუწყვეს, დეიდა ადა დაიღუპა, თემრაზი სულიერად განადგურებულია.თემრაზმა
გთხოვათ, არა გიბრძანათ ,
სასწრაფოდ წახვიდეთ თბილისში და თემრაზს იქ დაელოდოთ.ნინა გთხოვთ დაუყოვნებლივ შეასრულოთ თემრაზის თხოვნა ეხლავე ,
დღესვე წადით საქართველოში,
რომელი რეისითაც გინდათ.
დრო აღარ იცდის.ახლა ორი
ახალგაზრდა მოგაკითხავთ ,
ისინი თემრაზის დაცვის ბიჭები
არიან. ისინი სახლში გამოგყვებიან , რათა აუცილებელი ნივთები წაიღოთ.
პანიკაში ნუ ჩავარდებით,
დაემორჩილეთ მათ, რადგან
იციან რა გააკეთონ..გოგონებო
მოიქეცით ისე , როგორც თემრაზმა გთხოვათ.
შეშინებულმა ნინამ მანოს შეხედა და აკანკალებულმა
ჩაილაპარაკა:
-მანო, დეიდა ადა აღარ არის,
თემრაზმა გვიბრძანა, სასწრაფოდ საქართველოში წავიდეთ.მანო თემრაზს აფეთქება მოუწყვეს.და ვარაუდობს ჩვენც საშიშროება
გვემუქრება.ახლა თემრაზის ბიჭები მოვლენ ჩვენს წასაყვანად.
-ვინ დარეკა, თემრაზმა?-იკითხა ჩაფიქრებულმა მანომ.
-არა მანო ლინდამ დარეკა.
-ადექი სასწრაფოთ, წამოდი
არავის ვენდობი. რატომ დარეკეს ოფისის ტელეფონით
როცა ორივეს მასაც და ლინდასაც ჩვენი ნომრები აქვთ. ადექი სასწრაფოდ ვერ
ხვდები რომ საფრთხეში ვართ მართლა?.არავის ვენდობი თემრაზის გარდა. მეორე შენობაში გადავიდეთ საგანგებო კიბით , მანუჩარს დაურეკე და უთხარი ჩვენ კაფეში მოვიდეს სასწრაფოდ.
-ნუთუ ლინდა ამას იკადრებდა?
იკითხა შეშინებულმა ნინამ.
-ლინდა არ იკადრებს ნინა,მაგრამ ისინი იკადრებენ, ლინდა კი სუსტი მიუსაფარი ქალია.
გოგოები საგანგებო კიბით
მეორე შენობაში გადავიდნენ,
და მიწისქვეშა გასასვლელით მოპირდაპირე ქუჩაზე ამოვიდნენ და ტაქსი გააჩერეს .
და ერთი საათის შემდეგ მარსელის პორტში პატარა
კაფეში.ნინას საქმროს მანუჩარ
დიდებელს შეხვდნენ.
აღელვებული გოგონები მანუჩარს ყველაფერს მოუყვნენ.
მანუჩარი ამ ამბავმა დააფიქრა.
-ყოჩაღ მანო, არავინ სანდო არ არის.თემრაზი დარეკავდა თუ საჭირო იქნებოდა და გაგაფრთხილებდათ.ამათი
უტვინო დედა.ამათ რა გონიათ გადაყრილები ვართ აქ და პატრონი არ გვყავს, თუ რა.დღესვე დავურეკავ ჩემ ძმას
ერთ კვირაში მისი ეკიპაჟი გააკეთებს რეისს, საქართველოს მიმართულებით
ის გაგიყვანთ ისე რომ რეგისტრაციასაც არ გაივლით
თბილისში კი არმიას დაგახვედრებთ .მთელ არტოპორტს გავუკეთებთ ბლოკირებას.
ამათი დედა, კიდევ და კიდევ ეს ტვინ გაყინულები, ხედავ რა დღეში არიან. ახლა მთავარია
თემრაზს დვუკავშირდეთ , რადგან დარწმუბებული ვარ
მას უფრო ჭირდება დახმარება.
მთავარია ის კაცი გამოვიყვა-
ნოთ .იქიდან .
-ის ასე ადვილად არ გამოვა
იქიდან მანუჩარ .მას დედა მოუკლეს .ის იქ მოკვდება ,სანამ ყველას სათითაოდ არ გადაუხდის სამაგიეროს.პატარა
ბავშვივით ატირდა მანო.
-დაწყნარდით , მთავარია დაგვიკავდირდეს აწყნარებდა
გოგოებს მანუჩარი.
შუაღამისას მანოს თემრაზმა დაურეკა და შეშფოთებულმა გოგოები მოიკითხა.
-მანო სად ხართ სასწრაფოდ დატოვეთ სახლი , არავის
ენდოთ ჩემი სახელით მოსულს.
-ჩვენ უკვე დაგვირეკეს თემრაზ.
ლინდამ დარეკა შენი სახელით და
გვთხოვა შენი დაცვის ორ ბიჭს გავყოლოდით. თემრაზ მეწყინა დედას გარდაცვალება, წარმომიდგენია, როგორ მარტო ხარ.
-მანო ახლა სად ხარ , ნუთუ ვინმეს გამოჰყე. მიპასუხე სად ხარ. ეგენი ჩემი ბიჭები არ არიან.ლინდა დაიკარგა. ესეც ჩვენი ნაცნობისგან ვიცი. ე.ი.
მათ გაიყვანეს და აიძულეს. გააქრეს მარკიც. მაგრამ მაინც ვერ შემაჩერებენ. მანო მიპასუხე .რა ხდება ფრთხილად იყავით.
-არა თემრაზ მე ეჭვი შემეპარა.
მე და ნინა ჩვენს მეგობრებთან ვართ საიმედოდ.ერთ კვირაში
თბილისში ვიქნები და იქ დაგელოდები.თავს გაუფრთხილდი. გთხოვ , მე შენს მეტი არავინ მყავს თემრაზ ეს კარგად გახსოვდეს .
ხმა აუკანკალდა მანოს.
-ნუ გეშინია ახლა უკვე კარგად ვარ რახან თქვენ ხართ კარგად.
თავს გაუფრთხილდი, გახსოვ-
დეს რომ მე აუცილებლად მოვალ.
-თემრაზ, შენთან საუბარი ჩვენს მეგობარს უნდა, გთხოვ მოუს-
მინო.
-ბატონო, თემრაზ მე უცხო არ ვარ, მე ნინას საქმრო ვარ მანუჩარ დიდებელი. არ შეგეშინდეთ გოგონები საიმედო და უსაფრთხო ადგილას არიან . თქვენი მწუხარების მონაწილე ვარ
მეგობარო.მანდ; რაც დარჩა
ვიცი თქვენი მოსაგვარებელია
და არ ჩავერევი.მაგრამ მინდა
დაგეხმაროთ.დარწმუნებული ვარ, ახლა მანდ შინაურიც
საშიში და არასაიმედოა .ამიტომაც გთხოვთ; როგორც ძმას ამ ნომრიდან დაგირეკავენ
და შეგხვდებიან.ისინი ყველს
თქვენს ბრძანებას და თხოვნას უყოყმანოდ შეასრულებენ.
ახლა , ამ წუთში თქვენთვის ,
მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია.. მანოზე ნუ იჯავრებთ , საკუთარ დასავით
გავუფრთხილდები .თავს მიხედეთ და საქმეს. აქ ყველაფერი კი წესრიგში იქნება
კმაყოფილი მანუჩარი თემრაზს
დაემშვიდობა
-დაწყნარდით ის ყველაფერს მიხვდა და ჩემი
დახმარებაც მიიღო.ახლა თქვენ გაგიყვანთ ჩვენს
საქართველოში და მერე საქმესაც მივხედავ.-გაუცინა
.გოგოებს ნანუჩარმა.
მანო დაწყნარდა, მოეშვა, მიხვდა, რომ თემრაზი უსაფრთხოდ იყო თავისებში
და ვერავინ უმტრობდა.ემოციების შეკავება გაუჭირდა და პატარა ბავშვივით ატირდა.
-რა გატირებს გოგო , ჩამოვა
შენი აფხაზი და ისეთ ქორწილს
გადაგიხდი,, ცამ გუგუნი დაიწყოს".მტრის გულის გასახეთქად.მთელ მსოფლიოდ
დავანახვებთ , რომ ისევ ერთად ვართ და ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს.-ატირებული მანო მანუჩარმა გულში ჩაიკრა.
თამარელა.
/თამარ დანდლიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2