თავი 4
დილით მათეც ტელეფონის ხმამ გააღვიძა,დამძიმებული თავი ძლივს ასწია და ნამთვრალები ჩახლეჩილი ხმით გაეპასუხა ,,ლამაზ ლალის"-რომელიც შეუჩერებლად რეკავდა.
--აბა გისმენ რა ხდება შენსკენ, რატომ რეკავ, ხომ მშვიდობა გაქვს?-კითხა მათემ ქალს და ჭიქას გადასწვდა ,სადაც კონიაკი ესხა.
--უკვე მივხვდი შენთან მაშინ უნდა დავრეკო,როცა რაღაც მიჭირს , სხვა დროს უფლება არ მაქვს?.-გაისმა ქალის ბუზღუნა ხმა .
--კარგი გოგო ხარ ,რადგან იცი,რომ სწორედ მაშინ უნდა დარეკო, როცა გიჭირს და არა უაზრო რეკვებით შეაღონო გული.რეკვით მე უნდა ვრეკავდე და გულს გიღონებდე, როცა ძალიან მინდიხარ .-ჩაეცინა კაცს.
--ახლა მეც ძალიან მჭირდები და მიდიხარ.- გაისმა ქალის მომთხოვნი ხმა.
--აბა გისმენ ჩემო ძალიან მონდომებულო.-ირონია გაერია ხმაში მათეს.
--დღეს კორპორატიული საღამო გვაქვს და მინდა შენთან ერთად წავიდე.-ამაყი და შეუვალი ხმა ჰქონდა ქალს
--ყოჩაღ მშენებლებს ,აღარ ხუმრობთ,რას ნიშნავს კოლექტივში ქალები ,რომ სჭარბობთ ,თორემ ჩვენ ,,ტრანსპორტნიკებს "საერთოდ არ გვახსოვს გართობა.-გაეცინა მათეს და შარშანდელი მშენებლების კარგად ორგანიზებული კორპორატიული გაახსენდა. სადაც პირველად ლალი გაიცნო და ამ ხნის მანძილზე კარგ დროსაც ატარებდა მასთან.
-ე.ი. წლისთავი გვაქვს ჩვენი გაცნობისა,ე.ი. დროც მოსულა ყველაფერი ლამაზად დავასრულო.- .გაიფიქრა და გადაწყვიტა წასულიყო ამ საღამოზე ,რადგან არ უნდოდა გული სტკენოდა ლალის. ის ერთი ძალიან კარგი გოგო იყო,რომელმაც თავის ფასიც იცოდა და თავის ადგილიც. მათემ იცოდა ლალი უმტკივნეულოდ გადაიტანდა ამ წლისთავს და განშორებას, მერე კი კარგად გაიხსენებდა მათეს,როგორც ყურადღებიან და უხვ საყვარელს.
რვა საათი იყო ,როცა მათე და ლალი რესტორნის შენობაში შევიდნენ.ირგვლივ ყველაფერი ანათებდა და სასიამოვნო ჩუმი მუსიკაც უკრავდა. მათეს გაეღიმა, იცოდა მშენებლები ორმოც მიღწეული და გადაცილებული ხალხი იყვნენ ხმაურს და აურზაურს არ დაუშვებდნენ. მართლაც სასიამოვნო გარემო იყო და ოდნავ განათებული დარბაზისკენ გაჰყვა ლალის . ისეთი კარგი გარემო იყო,ქალთან ერთად ,კარგად ერთობოდა.თითქოს უნდოდა ყველაფრისგან განთავისუფლებულიყო და რაც ასე სტკიოდა, ამ საღამოსთვის გაეტანებინა. უეცრად ადგილზე გაიყინა ,შეკრთა ,ნენე დაინახა,დიახ ის ულამაზესი ქალი ნენე იყო, რომელიც ბადრი გიორგაძეს ხელმკლავით მოჰყავდა. ნენეს ულამაზესი ზურგზე ამოღებული ატმისფერი აბრეშუმის კაბა ეცვა და ამ ფერივე ნაზი ნაქსოვი შალი ჰქონდა მხრებზე მოსხმული. ის ტუალეტისკენ წავიდა ,ბადრიმ მათე დაინახა.
--ე.ი. აქ ჩვენთან ხარ ,ლალი თავისას ხელიდან არ უშვებს.-გეცინა ბადრის.
--ასე გამოდის .-გაეცინა მათეს.
--ცოლი მოგიყვანია ეხლა უნდა ვგებულობდე?-საყვედური გაისმა მათეს ხმაში.
--ცოლს მოვიყვანდი ჩემი ნება ,რომ იყვეს ,მაგრამ გარიყულის ქალი ადვილად არ წერს ,,პუტიოვკებს".მოსაუბრეებს ლალი მიუახლოვდა.
--მაპატიე ძმაო მივხედავ თორემ ეტყობა თვალიდან დავეკარგე.-ირონია გაისმა მათეს ხმაში. გიორგაძეს გაეცინა და მიხვდა ეს კორპორატიული ლალის და ახვლედიანის ურთიერთობის ,,წლისთავი"იყო.
ლალი მათეს მიუახლოვდა ხელმკლავი გაუკეთა და მხარზე მიეხუტა. გიორგაძესთან მისულმა ნენემ მათე და ლალი დაინახა გული დაწყდა და მისდაუნებურად გაიფიქრა:,,როგორ გინდა ჩემო ბედო გული მატკინო, ჯერ იყო გავიცანი და წლები გადავყევი მასზე ფიქრს ,მერე ისევ შევხვდი და უაზროდ დავცილდი, დღეს კი ბედნიერი ოჯახობა გამომეცხადა ,მაგრამ არც გაიფიქრო,რომ მე გაბრაზებული და ნაწყენი გიორგაძეს გავყვები ცოლად ,აზრშიც არ გავივლებ. შენ წარმოიდგინე გუშინ მთელი ღამე იმ შავთვალება ბიჭზე ვფიქრობდი და არა მათე ახვლედელიანზე.-თვალზე ცრემლი მოადგა და დაბურული განათება დალოცა,რადგან კარგად ნიღბავდა მის სულიერ მდგომარეობას.დარბაში დაბრუნებულმა თვალით მოძებნა მათე და საბოლოოდ დარწმუნდა ,მართლაც, რომ კარგი ქალი იყო მისი მეუღლე.
--რა ლამაზი წყვილია,აი ასეთი წყვილები შობენ ლამაზ თაობას.-ჩაილაპარაკა და ინტერესით დაელოდა ბადრის პასუხს.
--ვინ ლალი და მათე?აქ კი შეგეშალა,ისინი წყვილი კი არა უბრალოდ ქალი და კაცია ერთმანეთს, რომ ახარებს და ალამაზებს.მათე ,,ტრანსპორტნიკების" შეფია,ლალი კი ჩვენი საფინანსო განყოფილების ეკონომისტი.მათ შარშანდელ კორპორატიულ საღამოზე გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ ერთად არიან,მაგრამ ამ ურთიერთობას მომავალი არ აქვს ,მათე ის კაცი არ არის,ასეთ ქალთან ოჯახი შექმნას, ,გული მიგრძნობს ეს მათი ურთიერთობის ,,წლისთავია"-გაეღიმა ბადრის და მიმტანის სინიდან ორი ბოკალი შამპანური აიღო .
--მე არ მინდა, ნამდვილად მეტს არ დავლევ ა,რ მიყვარს ასეთ ღია საღამოებზე დალევა ,ვერ ვიტან მოშვებულ და ამსუბუქებულ ქალებს.
--რატომ არ მიკვირს ნეტა ?-გაეღიმა ბადრის.
--ხოდა ჩემი ნურაფერი გიკვირს, რადგან ასეთი ვარ და ასეთი გარდავიცვლები.
--მაპატიე ნენი ზედმეტი მომივიდა, იმედია არ შემომწყრები.
--არ შემოგწყრები,მაგრამ გეტყვი, რომ გვიანია და სასურველი იქნება თუ აქედან მალე წავალთ.-ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი,ბადრი უცბად დაეთანხმა.
--ლალი ,ბადრიმ ცოლი მოიყვანა და რამე გამომრჩა?-იკითხა მათემ და ლალის გამომცდელად მიაცქერდა.
--არაფერი გამოგრჩენია თუ მოიყვანდა გაიგებდი,უბრალოდ ქალბატონი ნენე არ ჩქარობს მასზე გათხოვებას.მაგრამ მთელი განყოფილება კი ჭორაობს,რომ შეფის მექალთანე ცხოვრება ამ ქალის ფეხებთან დაიმსხვრა,მაგრამ სულაც არაფერი, ქალბატონ ნენეს საერთოდ არ აინტერესებს ეს გამარჯვება.
--ვითომ რატომაო,ბადრის ხომ შეუძლია უფრო ახალგაზრდა ქალის მოყვანა,ქალბატონი ნენე მგონი ცოტა ასაკშია.
-ქალბატონი ნენე ძვირად ღირებული კონიაკი გახლავთ,რაც დრო გადის უფრო,რომ კარგდება და მძვირდება.ეგ ის ქალია ბადრის; არც ფული ,არც შთამომავლობა და წოდება არაფრად ,რომ არ უღირს.-აი ასეთი ქალის გულის მოპოვება უნდა ბადრის მაგრამ ბოდიში.-ყველა კაცზე გაბრაზებულმა, დამცინავად გადაიხარხარა ლალიმ.-მათეს სიხარულით გული კინაღამ გაჩერდა და ლალი გულში ათიათასჯერ დალოცა.,,ახლა ყველა ღონე უნდა ვიხმარო და გავიგო სად ცხოვრობს თორემ ჩემი უტვინობის გამო გული გამისკდება"-გაიფიქრა და საკუთარ მძღოლს გადაურეკა მანქანით რესტორანთან მოსულიყო.
--აჩი მაღლა ამოდი და დამენახვე შენთან საქმე მაქვს.-რამდენიმე წუთის მერე მძღოლი მათეს ფოიეში ელოდა.--ეხლა კარგად მომისმინე ბადრი გიორგაძის მანქანას უკან გაჰყვები, მან ქალი უნდა მიიყვანოს ერთ ადგილას,ბოლომდე დაელოდები,მისამართს გაიგებ , ჩემთან მოხვალ და დამელოდები.
დარბაზში დაბრუნებულმა დაინახა
ბადრი და ნენე ლალისთან ერთად იდგნენ ,მიხვდა ბადრი უკვე მიდიოდა და მასთან დამშვიდობება უნდოდა.გულმა ძალუმად დაუწყო ფეთქვა,ნეტავ როგორ შეხვდებოდა ნენე.
--გაიცანი ეს ჩემი ნენეა.-გაუღიმა ბადრიმ და ნენე წარუდგინა.მათემ ქალს შეხედა და სიმწრით გააცია ნენე მას არაფრის მთქმელი ცივი თვალებით უყურებდა,თითქოს გუშინდელი დღე, არც კი არსებობდა.
--მათე ახვლედელიანი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო ნენე.- ნენემ ხელი გაუწოდა დაბნეულ მათეს.მათემ თავის დიდი ხელი შეაგება მის პატარა სუსტ ხელს და მტევნის სიცივემ შეაკრთო.
--ჩვენ უკვე მივდივართ,თქვენ?-იკითხა ბადრიმ და ლალის შეხედა.
--ჩვენც წავიდეთ მათე,მე მგონი საღამო შედგა, ყველაფერი კარგი იყო,მადლობის მეტი რა გვეთქმის შეფ,ყველა მგონი კარგად გაერთო.
თქვენი გაცნობა კი ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონო ნენე.ნენემ ლალის ისეთი თბილი ლამაზი ღიმილით გაუღიმა გეგონება მათ მეტი იქ არავინ იყო და თითქოს ძალზე ახლობელ მეგობარს ემშვიდობებოდა.მათემ იგრძნო , არც ბადრი და ახლა ,არც მათე მის თვალში არაფერს წარმოადგენდნენ.
მათემ თავის დანაშაული იცოდა, მაგრამ ამ უბედურმა გიორგაძემ რა დაუშავა ამ ამაყ ქალს ვერ გაეგო.ბადრი და ნენე წავიდნენ.
--აი ქალი, დიდებული და თავის ფასის მცოდნე.ხომ გითხარი გიორგაძის ფასი,მის თვალში კაპიკია და რატომღაც მგონია,დღეს გამოსამშვიდობებელი საღამო ჰქონდათ, დღეს საბოლოოდ დამთავრდა გიორგაძის დიდი სიყვარული.-ლალიმ დამცინავი ღიმილით მათეს ხელმკლავი გამოსდო და დარბაზი მხიარულმა დატოვა.
გაგრძელება იქნება
#თამარელა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев