მოდა უფრო ახლოსაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. ის ყველაფერშია - შარვლის თარგში, სახელოს სიგრძეში, საყელოს ფორმაში... ვინ თქვა, რომ მოდური ნივთები განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა, ხოლო ყოველდღიურად ტრენდში ყოფნა კი შეუძლებელი? სიმარტივე და კომფორტი არასოდეს გადის მოდიდან და საბაზისო გარდერობის საფუძველს ქმნის. Faberlic-ის ტანსაცმლის ახალ კოლექციას სწორედ ასე ქვია - Basic, და ამ კოლექციაში ჩვენ მოდურ გადაწყვეტილებას ვთავაზობთ მათ, ვისაც სურს, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდეს ნებისმიერ სიტუაციაში.ეს მოდა უნივერსალურია: მოდურ ჟაკეტში შეგიძლიათ სასეირნოდ ან თქვენი პატარის საბავშვო ბაღიდან გამოსაყვანად წასვლა; მოსახერხებელი შარვალი გამოადგება როგორც საქმიან მამაკაცს, ასევე უდარდელ სტუდენტსაც. ჩვენ გამოვიყენეთ საბაზისო თარგები, ხასხასა ლაკონური ფერები, თანამედროვე მოყვანილობა და ნატურალური ბამბა - ეს ემოციებით და თავგადასავლებით სავსე, აქტიური ცხოვრების მოდელებია. კოლექციაში არის შარვლები, ჟაკეტები, ჯემპრები, მაისურები და პერანგები - აირჩიეთ მოდა, რომელიც ყოველთვის ტრენდშია!
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1