ნამდვილი მღვდელი ხედავს ადამიანის სულსა და გულს, იცის ადამიანის ცოდვები, წარსული. ნათლობის
საიდუმლოს შესრულებისას ხედავს ბოროტს, რომელიც
ზის მოსანათლის სხეულში ან სულშიც და განდევნის მას.
ფლობს დროს და სივრცეს, შეუძლია სხეულიდან გამოსვლა,
შორ მანძილზე ესმის ლაპარაკი, იცის ადამიანთა აზრები
და ზრახვებიც, აქვს უწყება მიცვალებულის სულის ადგილსამყოფელზე, სულიერ არსებებზეც და ასევე მატერიაზეც
ზემოქმედების დიდი ძალა.
ნამდვილ მღვდელს შეუძლია უსიტყვოდ აღძრას ადამიანში სინანული, გაახსენოს ცოდვები და ძალიან მოკლე დროში თვითონ გამოიტიროს ისინი, ნამდვილმა მღვდელმა იცის,
გვპატიობს თუ არა ღმერთი ცოდვებს, თუ რამე სასჯელს (ეპიტემია) ითხოვს, იცის ადამიანის ესა თუ ის განსაცდელი ან სატანჯველი რომელი კონკრეტული ცოდვების გამო მიეცა
ღვთისგან, შეუძლია მოუხსნას ჯადო, წყევლა.
ნამდვილი მღვდელი ნამყოფია სასუფეველში და ზუსტად
იცის, როგორ მიიყვანოს იქ მისი მრევლი...
"გამოუცდელ მოძღვრებს სულს ნუ ჩააბარებთ"...
წმიდა მამა გიორგი ბასილაძე(ბასილაია)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1