ოზჯან დენიზი დაიბადა 1972 წლის 19 მაისს ანკარაში. 1977 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად აიდინში გადავიდა. ოზჯანმა ნაადრევად მიატოვა სკოლა და მუსიკით დაკავდა. როცა ის 13 წლის გახდა იზმირის ერთ-ერთ ახალგაზრდულ მუსიკალურ ჯგუფში გაწევრიანდა და იქ დაიწყო სიმღერა. 16 წლის ასაკში კონცერტებს მართავდა ანტალიაში. 17 წლის ასაკიდან ის უკვე თავის ოჯახს არჩენდა. მალე საცხოვრებლად სტამბულში გადავიდა. რამდენიმე ხანი პავილიონებში გამოდიოდა, შემდეგ კი გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში წავიდა, სადაც 3 წელი დაჰყო და ისევ სტამბულში დაბრუნდა. გერმანიაში მან გაიცნო იაშარ იამური და მასთან თანამშრომლობის წყალობით გამოუშვა თავისი პირველი ალბომი "შენ ისევ მაიძულე ტირილი". სტამბულში ოზჯანმა ხილმი თაფალოღლუ და მომღერალი მაჰსუნ კირიმიზოღლუ გაიცნო. ამის შემდეგ, დიდი ტირაჟით პირველად გაიყიდა მსახიობის ალბომი "ჩემი ანგელოზი". არმიაში გაწვევის გამო მან მუსიკალური კარიერა 3 წლით შეწყვიტა. არმიიდან დაბრუნების შემდეგ მან ერთდროულად დაიწყო მუშაობა ალბომებზე და სერიალებში. გამოუშვა ალბომი "ვასრკვლავი ვენერა" და "როგორც ლომი". 2002 წელს ის გადაიღეს სერიალში "ჩემი სიყვარული დასეირნობს მთებში", რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა მას. ასევე წარმატებით აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც. 2003 წელს მან ყველას დაანახა, რომ მისი სამსახიობო ტალანტი წინსვლას განიცდის. მას იღებენ არამარტო სერიალებში, არამედ სრულ მეტრაჟიან ფილმებშიც. ამჟამად ის სამსახიობო კარიერასაც განაგრძობს და კონცერტებშიც გამოდის არამარტო თურქეთში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით გერმანიასა და საფრანგეთში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев