7 მარტს, თბილისის დროით 9 საათზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის (coast guard academy) კადეტები ბესარიონ გორჯოლაძე და იოსებ მაკარიძე. Chevrolet Cobalt -ის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ქართველი სტუდენტები ისხდნენ, ნიუ იორკიდან 100 კმ-ის მოშორებით, ქალაქ Hopeful Township-თან (ნიუ ჯერსი) ტრასაზე შემხვედრ Ford Focus-ის მარკის ავტომანქანას დაეჯახნენ.
Chevrolet Cobalt-ს , რომელშიც ქართველები ისხდნენ, 21 წლის ამერიკელი კადეტი მართავდა. ორივე მანქანის მძღოლი გადარჩა და გადაყვანილია ჰოსპიტალში.
იოსებ მაკარიძე აკადემიის მე-4 კურსის სტუდენტი იყო . ის ახლახან სასწავლებლად მანჩესტერის უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის მაგისტრატურაში ჩაირიცხა, სადაც სწავლა წელს, აკადემიის დამთავრებისთანავე უნდა გაეგრძელებინა, შემდეგ კი საქართველოს ავიაციაში ბრუნდებოდა.
ბესარიონ გორჯოლაძე ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში 2013 წელს, კონკურსის შედეგად ჩაირიცხა და ამჟამად მე-2 კურსზე სწავლობდა.
ორივე ქართველი კადეტი ა.შ.შ. სამხედრო აკადემიაში საუკეთესო ავტორიტეტით სარგებლობდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3