ნესლიჰან ათაგიული, თურქული კინემატოგრაფიის უკანასკნელი წლების ყველაზე პერსპექტიული წარმომადგენელი ქალი მსახიობია.
იგი სტამბულში დაიბადა 1992 წლის 20 აგვისტოს. მამამისი მძღოლად მუშაობდა, დედა კი - დიასახლისობდა. მას უფროსი ძმა ჰყავს.
გოგონას კინოსადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გაუჩნდა. სიამოვნებით უყურებდა სამამულო წარმოების სერიალებს, ფილმებს და მსახიობობაზე ოცნებობდა.
მოზარდილობის ასაკში, მან ძალები მოსინჯა კინოს შოუ ბიზნესში. დედასთან ერთად, 13 წლის ასაკში, იგი რამდენიმე სააგენტოს ეწვია და თავისი ფოტოები დაუტოვა. სარეკლამო სააგენტოებმა გოგონა მოიწონეს და მას რეკლამაში მონაწილეობა შეთავაზეს, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. პირველივე ცდებიდანვე, ნესლიჰანი ცნობილი თურქული ბრენდების სახე გახდა.
გოგონას არაჩვეულებრივმა სილამაზემ, მის წინსვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა და მისი სამოდელო კარიერაც წარმატების გზას დაადგა. მაგრან, ნესლიჰანს ყველაზე მეტად კინო აინტერესებდა. ამიტომ, ის გამალებით ცდილობდა, რაიმე როლი აეღო რომელიმე სერიალსა ან ფილმში. ლამაზმანის ოცნებამ, მალე შეისხა ფრთები. ის კინოსტუდიის აგენტებმა შენიშნეს. გოგონას სამსახიობო კარიერაც წარმატებულად დაიწყო.
მისი დებიუტი კინოსამყარიში მხატვრული ფილმით „პირველი სიყვარული“, შედგა. მისთვის, აქ შესრულებული როლი ზედგამოჭრილი აღმოჩნდა: რომანტიზმი, გარეგნობა და მშვიდი მანერები.
შემდეგი როლი, მან სერიალში „ფოთოლცვენა“ - შეასრულა, რაც კრიტიკოსებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ. გოგონას შესახებ, დადებითი რეცენზიები დაწერეს და კარგი მომავალიც უწინასწარმეტყველეს.
2011 წელს ნესლიჰანს მონაწილეობა შეთავაზეს ფილმში, რომელიც წარმატებული იყო არა მარტო თურქეთში, არამედ მის გარეთაც. სურათში „განსაწმენდელი“, მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, რისთვისაც ბევრ ნომინაციაზე და პრესტიჟულ კინოფესტივალებზე წარადგინეს.
ამომავალი ვარსკვლავის მნიშვნელოვანი ეტაპი, სამსახიობო კარიერაში, სერიალიდან „სტამბულის ორი სახე“, დაიწყო. აქ მან თავისი დიდი სიყვარულიც იპოვა, მსახიობი ქადირ დოღულუ.
რამდენიმე ხნის უკან, მსახიობი ტელესერიალში „შენი ზოდიაქოს ფერი“ გადაიღეს, სადაც მისი პარტნიორი გახდა ყველაზე ლამაზი თურქი მამაკაცი მსახიობი ბურაქ ოზჩივითი, რომელსაც კინოკარიერის მანძილზე, ყველაზე ლამაზ თურქ მსახიობ ქალებთან უწევს მუშაობა. (შეუხედავებს არ ეკარება).
პ ი რ ა დ ი: როგორც ეს მსახიობთა უმეტესობას ემართება, ნესლიჰანსაც გადასაღებ მოედანზე შეუყვარდა ქადირ დოღულუ. მათ შორის ნორმალური და სასიამოვნო ურთიერთობა ჩამოყალიბდა და იგი დღემდე გრძელდება. შეყვარებულები, მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, მაინც პოულობენ საურთერთობო დროს: ერრთად ისვენებენ, მოგზაურობენ და ესწრებიან საზოგადოებრივ შეკრებებსა, თუ წვეულებებს. მალე მათ იქორწინეს.
აღსანიშნავია, რომ ბევრს კამათობენ გოგონას გარეგნობაზე, რადგან დიდ ინტერეს იწვევს მისი განსაკუთრებული აზიური ვიზუალი და ზუსტი გენეტიკა ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს. მაგრამ, ცნობილია, რომ მამის ხაზით, მსახიობი ჩერქეზული წარმომავლობისაა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ბევრის გასაოცრად - მან განაცხადა, რომ არ უყვარს ძვირფასეულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების შეძენა, რითაც განსაკუთრებით ცნობილია კინოსამყაროს წარმომადგენელთა მისწრაფება.
ვაჟა ჩომახიძე.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев