გახსოვს, სილაში პასკების ცხობისას (მე 3, შენ 4 წლის) ერთმანეთს ძმობა რომ შევფიცეთ? გახსოვს თუნდაც ერთი დილა, ერთმანეთის აბსტინენციით რომ არ იწყებოდა? მერე წამოვიზარდეთ. ჯერ კიდევ სულელი ბავშვები ვიყავით და გვიკვირდა "რატომღაც"(სულელები რომ ვიყავით) მერე "ჭკუაში ჩავვარდით" და "დავჭკვიანდით". გახსოვს, როგორ გვიყვარდა მასხარაობა,"ლამაზი დეიდების" ლამაზ უკანალ...ებზე?(თუმცა უმანკოები ვიყავით ჯერ კიდევ). გახსოვს ერთი გოგო რომ შეგვიყვარდა ორივეს, მერე მურმანობა არ დაგვცალდა არცერთს და იმ გოგოს(ის გახდა მგონი მურმანი, (თუმც ულვაშები არ შემინიშნავს იმის სახეზე)), მაგრად "დავადეთ". გახსოვს როგორ გეზარებოდა დილაობით სირბილი?(მე მიყვარდა), მაგრამ არც კი იმჩნევდი ისე დარბოდი ჩემთან ერთად, თვალებისფშვნეტით. გახსოვს ერთმანეთს სიგრძეზე ფურთხებაში რომ ვეჯიბრებოდით? ამაშიც კი მჯობდი, ჩემო ძმაო.( ქვეშეცნეულად ყოველთვის მშურდა შენი, იმიტომ რომ, ჩემზე მაგარი იყავი. მერე ეს შური სიყვარულმა და ერთმანეთის შესისხლხორცებამ გააქრო) გახსოვს გალეშილ მთვრალებს 4 კაცი რომ შეგვდგა ზედ(ისე მთვრალი მაგარი შარიანი იყავი),გვირტყამდნენ და ძირს წაქცეულები ერთმანეთს მივეკარით, ერთმანეთის დასალურჯებლად განწირულ ადგილებს ვეფარებოდით,ერთმანეთის ტკივილს უფრო განვიცდიდით ვიდრე საკუთარს. შენ ყოველთვის ერთი წლით უფროსი იყავი ჩემზე, ეხლა კი მე გაგისწარი და ეს მაწუხებს. უკვე ყვინჩილები ყივილს უნდა მივჩვეულიყავით, (ერთად) მაშინ როცა შენ თავის ტკივილები დაგეწყო. ერთხელ დედაშენი შემხვდა ქუჩაში და ისეთი სახე ქონდა, გული შემეკუმშა (რაღაც ვიგრძენი, ჩვენ ხომ ერთი ხერხემალი გვქონდა უკვე). გახსოვს შენ ტკივილებზეც რომ ვღადაობდით? მერე გაუსაძლისი გახდა და ერთად გვტკიოდა .(როგორც "ვაჟკაცები" არ ვიმჩნევდით) რამდენი თვალებდაჭყეტილი ღამე მიფიქრია იმაზე, რომ თუნდაც ჩემი სიცოცხლის ხარჯზე გშველებოდა რამე, (მე გამაბედნიერებდა ამის შესაძლებლობა) ვასველებდი ბალიშს ცრემლებით და დილით დედაჩემი ქოთქოთებდა: "დედა რაღა ვქნა, ამ ბავშვს რამდენი დორბლი მოსდის ღამეო",მერე მანაც გაიგო შენი ამბავი და ბალიშის პირებს ხმისამოუღებლად მიცვლიდა ხოლმე. შემდეგ თმები შეგითხელდა და ტკივილი იმდენად ხშირი იყო, რომ მის გარეშე თავს უხერხულად გრძნობდი(თუმცა ეს "უხერხულობა" იშვიათი და სასიამოვნო იყო). მერე იყო ზამთრის ღამეები და შიში. გაზაფხული მოვიდა და ცოტა "დავიკიდეთ და მოგვეშვა", მაგრამ შენ უკვე თმები აღარ გქონდა, არც წარბები. მე დაგცინოდი, მელოტოს გეძახდი და ვგრძნობდი, რომ ეს გსიამოვნებდა. გახსოვს ქალებში რომ წავედით? სუტენიორთან მე მივედი, როგორც ბუღალტერი ჩვენს შორის( შენ ხომ ერთი წლით უფროსი იყავი და "არ გეკადრებოდა" ეგეთები), იმ ნაბოზვარმა მითხრა: რა ჭირს მაგ ბიჭს?( თვალები პანკივით ჩაშავებული გქონდა( თუმცა ეს ავადმყოფური სიშავე იყო)) ავადმყოფებს არ ვიღებთო. მე შენთან მოვედი გინებით და გითხარი რომ, იმ დღეს მარიამ მაგდალინელის ხსენების დღე იყო და თან ფულიც არ გვყოფნიდა. შენ ჩაიცინე და წამოვედით, მთელი გზა ხმა არ ამოგიღია, მაგრამ იმ დღეს მაინც მოვახერხე შენი გამხიარულება. გახსოვს ერთხელ ქუჩაში რომ მივდიოდით, (სიცხეში ქუდი გეფარა თვალებამდე ჩამოფხატული(მე ამაზეც დაგცინოდი და გსიამოვნებდა)) თავბრუ დაგეხვა, ფერი წაგერთვა და ისე რომ არაფერი შეგიმჩნევია სკამისკენ გაიწიე, ჩამოჯექი და სული რომ მოითქვი მითხარი: "მოდი დაჯექი, აქ სუფთა ჰაერიაო", გული შემეკუმშა.მეც დავჯექი, მერე როცა მივხვდი, რომ უკეთ იყავი( ფერი მოგივიდა) გითხარი: წამო ბიჭო, რომელი შეყვარებული მე მნახე, ბაღში, სკამზე შენ გვერდით რო ვზივარ- მეთქი. შენ ჩაიცინე და წავედით. სახლში აგიყვანე და მე ჩემ სახლში წავედი მხიარული სახით( უნდა მეტირა). იცოდი, რო წასული იყო შენი საქმე, მაგრამ ეგოისტი არ გამხდარხარ. პირიქით. იუმორი დაგეხვეწა ( შენ ხომ ყოველთვის უკბილოდ ხუმრობდი). ბოლოს ძალიან ცუდად იყავი, მაგრამ მაინც დადიოდი( შენ გიყვარდა ერთი ინგლისური გამოთქმა : never give up). შემდეგ საწოლიდან ვეღარ დგებოდი და იქაც გეკაიფებოდი. (შენ გსიამოვნებდა, მაგრამ ტკივილისგან დაღრეჯილ სახეს გაღიმება აღარ შეეძლო)............. შენმა დამ ღამის 4 საათზე დამირეკა (მეღვიძა). ტიროდა. გკითხულობსო. მე გზაში ვერ ვიტირე ისე მოვრბოდი.. შემოვედი და შენი ოთახის კარი სიკვდილმა გამიღო. მარტო იყავი. ასე მოგისურვებია.............. ....... -სად ხარ შეჩემა ამდენ ხანს? -მეძინა. რას მაღვიძებ, რო მაღვიძებ? მან ისევ ჩაიცინა( უკვე აღარც ესიამოვნა ეს ხუმრობა, აღარც ეწყინა. აღარ შეეძლო ეგეთები). -ვკვდები. თქვა და ცრემლი ჩამოუგორდა. -ბიჭო იქ რო წამოხვალ, (ეს ეგოიზმი არ ყოფილა, თავს დავდებ) ქალები წამოიყვანე და შამპანური და არაყი წამოაყოლე, ლუდი არ გინდა, იქნება..............ცოტა ხანი ხმა აღარ ამოუღია. მერე მითხრა: -არ ინერვიულო და ორმოცის მერე ნებას გრთავ, რო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე შე გათახსირებულო, შენა. მერე სუსტად გაეღიმა. მივედი და გვერდით მივუწექი. ჩავეხუტე. და ერთმანეთს დავტიროდით, სანამ დედამისის კივილმა არ გამომაფხიზლა.ხერხემალახეულის ტკივილები მქონდა........რაღაც ბურანში ვიყავი................. უკვე გაცივებულიყო........
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев