წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს.
რონალდუ პლანეტის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში ის მხოლოდ მეხუთეა და ეს გარემოება უსამართლობად მიაჩნია. ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს წლიური შემოსავალი ფეხბურთიდან 10 მილიონი ევროა, რაც ორჯერ ნაკლებია სამოელ ეტოოს შემოსავალზე. თანაც, ესპანეთში გადასახადები გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთში.
არ არის გამორიცხული, რომ კლუბიდან წასვლის მუქარით რონალდუმ ხელფასის მომატებას მიაღწიოს ისევე, როგორც ეს 2012 წელს ოუენ რუნიმ მოახერხა. ამ შემთხვევაში პორტუგალიელი, ალბათ, კვლავ ვერ ასცდება პარალელს თავის ცნობილ მეტოქე ლიონელ მესისთან, რომელსაც „ბარსელონაში“ არასდროს არაფერზე დაუჩივლია და კონტრაქტიც კარიერის ბოლომდე შესთავაზეს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев