ნომერი: 2
დაბადების ადგილი:ბარსელონა
დაბადების თარიღი: 14.04.1991
სიმაღლე: 174 სმ
წონა: 74 კგ
მარტინ მონტოია ბარსელონაში 1991 წლის 14 აპრილს დაიბადა. 8 წლის ასაკში, ის „ბარსელონას“ ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. მას შემდეგ, მონტოია გუნდიდან გუნდში წინაურდებოდა, ხოლო 2008 წლის 9 სექტემბერს, მას დებიუტი პირველი გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა. ამ დროს, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, მაგრამ კატალონიის თასის ნახევარფინაში, „სან ანდრეუს“ წინააღმდეგ, ის მოედანზე მაინც ვიხილეთ. 2012 წლის ივლისში, მონტოია პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად გახდა.
2008-09 წლების სეზონში, მარტინ მონტოია „ბარსას“ ახალგაზრდულ A გუნდს შეუერთდა. მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ახალგაზრდულ B გუნდში, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით. 2009 წლის 19 აგვისტოს, მან პირველ გუნდში, სასტარტო შემადგენლობაში, სადებიუტო თამაში ჩაატარა. ეს მოხდა ხუან გამპერის თასზე, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.
მომდევნო სეზონში, მარტინ მონტოია „ბარსა ბ“-ს სრულფასოვანი წევრი გახდა და ამ გუნდის მაისურით მან 51 თამაში ჩაატარა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მისი დებიუტი 2011 წლის 26 თებერვალს შედგა. „იბეროსტარ ესტადიზე“, „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, მონტოია მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. დაახლოებით 10 თვის შემდეგ, 6 დეკემბერს, მონტოიამ გემო ევროტურნირსაც გაუგო. ჩემპიონთა ლიგაზე, ბატე-სთან მოგებულ შეხვედრაში, მან გოლის გატანაც მოახერხა.
2011-12 წლების მიწურულს, დანი ალვესის ტრავმის გამო, მონტოიამ ლა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში და ასევე ესპანეთის თასის ფინალში, „ბილბაოს“ წინაღმდეგ ითამაშა.
მარტინ მონტოიას ესპანეთის 16, 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ამ უკანასკნელთან ერთად, 2011 და 2013 წლებში, მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
2011 წლის 25 აგვისტოს, მარტინ მონტოიამ ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან მიწვევა მიიღო. ის ჩილესთან გასამართი ამხანაგური და ლიხტენშტაინის წინააღმდეგ ჩასატარებელი ევრო 2012-ის შესარჩევი მატჩის განაცხადში მოხვდა. ამ დროს, მონტოია „ბარსა ბ“-ში თამაშობდა.
თვისებები
174 სანტიმეტრის სიმაღლის მარტინ მონტოია ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. ის დაუღალავი მოთამაშეა, რომელსაც ფლანგიდან შეტევაში ჩართვა და დაცვაში დაბრუნება შეუძლია. „ბარსელონას“ აკადემიაში წლების განმავლობაში ვარჯიშის წყალობით, მარტინ მონტოიას კარგი პასი და ჩაწოდება აქვს.
მიღწევები
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი (2): 2010-11, 2012-13
ესპანეთის სუპერთასი: 2011-12, 2013-14
ესპანეთის თასი: 2011-12
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (2): 2011, 2013
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев