Предыдущая публикация
ეს სიმარტოვე კი არა, შენ იქნებოდი გვერდით. შენთან ვივლიდი ქუჩაში, მტერს დავუვსებდი თვალებს დაშენს საკადრის სასახლეს, აგიშენებდი მალე. არ მივუშვებდი მზის სხივს, მაგ ღაწვებზე თუ შუბლზე... ზამთარში ქარს დაყინვას წამოვაგებდი შუბზე. ცეცხლს დაგინთებდი ბუხარში, დაგახურავდი საბანს, პეშვით დავლევდი წყალსაც,- შენი ფეხების ნაბანს. ვარსკვლავს მოვწყვეტდი ციდან დადაგიბნევდი თმაზე. ვერ მომწვდებოდა სიკვდილი, ვერც დღეს,ვერც ხვალ თუ მაზეგ... ეს სიმარტოვე კი არა, შენ იქნებოდი გვერდით. მე რომ იღბალი მქონოდა, მე რომ მქონოდაბედი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев