თოვლის ფიფქები ღრუბლებიდან გამოიპარნენ,
ორნი არიან ერთმანეთი იპოვნეს წუხელ,
ეგ ცივი გული მე გავათბე, მე მოვიპარე
-ამბობს ერთი და კოცნას ცდილობს
– სიყვარულს უმხელს..
მეხის გავარდნა მატულობს და ჭექა-ქუხილი,
მაგრამ ცეკვავენ ამის ხმაზეც, თითქოს, ვალსია.
ქარს გაატანეს ყველა დარდი, ყველა წუხილი,
სწორედ ასეა, როცა უყვართ, სწორედ ასეა.
ფრინავენ თუმცა იციან, რომ დროებითია,
რადგან დაცემა უთუოა, გარდაუვალი.
ცოტა დრო არის, ერთად ყოფნის წამებს ითვლიან,
სიყვარულისთვის მართლაც ღირდა – არ თქვეს უარი.
ერთ ფიფქს მზე ადნობს მეორე კი წყურია ქვიშას,
სიცივე უნდათ მაგრამ სითბო აერთებთ მეტად.
გზაზე ყინავდნენ ერთმანეთს და აძლევდნენ ნიშანს
-სიყვარულს ვგრძნობ და ამაზე მეტს რას ვიგრძნობ ნეტავ?!
შენ ახლა ჩემში შემოსახლდი, სხვა აღარ მიშავრს.
-ასე შეერთდა ორი ფიფქი პატარა წვეთად.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев