ჩაგვეძინება მოაჯირზე მე და მოლოდინს,
ახლა ღამეა და შეხვედრის, ვფიქრობ, დრო მოდის,
თუმცა არ ჩანხარ, ეგ თვალებიც ვიცი არ მხედავს
და ჩემი მზერა ჰორიზონტზე ეძებს „ნახევარს.“
ახვეტავს ქარი მოლოდინებს და მოაჯირზე
ვრჩები მე მარტო – სასტიკია, როგორც დახვრეტა,
ბრუნდება უკან მოლოდინი და მოაბიჯებს
ქუჩაზე სადაც ყოველ ღამით ვუწყობ დახვედრას.
ვიფერთხავ თოვლს და ვერ ვიშორებ თმიდან სითეთრეს,
(მე ერთადერთი პოეზია თუ გამამხელდა.)
ეს სიმატოვე სასტიკია, როგორც დახვრეტა,
ეს მოლოდინიც უშენობას, როგორ იფერებს.
დრო ისე მიდის არ აპირებს უკან დახევას....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев