შენი სუნთქვაა მოდებული ბალიშის პირზე,
გამთენიაა, დილის სიცხე ნელ-ნელა მხუთავს,
ახლა შენ გძინავს გეხვევი და უბრალოდ გიმზერ.
სუნთქვა რიტმული – ჩემი, შენი და არავისი.
შენი პერანგი დაკუჭული, წითელიც ოდნავ,
იხდი ნელ-ნელა მოხდენილად და სადღაც ისვრი,
როგორც ჩემს სახელს...
აი ახლაც ჩემს სახელს ბოდავ.
ამ დღის სახსოვრად დავიტოვებ გაცრეცილ სურათს,
გამახსენდება ყველა ნაკვთი ჯერ კიდევ ნორჩი.
მე კუპიდონი, შენ ფსიქეა ან იქნებ სულაც
უბრალოდ მე და შენც ასევე...
ან ჩვენ და - მორჩა.
შენთან დილაა ჩემთან უფრო მთავრდება ღამე,
ღამენათევი გიყურებ და ძილიც არ მოდის,
ჩემსკენ ბრუნდები, ვეჭვობ, ძილით გადაიღალე,
თვალებს ახელ და შუბლზე გკოცნი – დილამშვიდობის.
რვა საათამდე დარჩენილი – წუთებით ოცი,
შენი სუნთქვაა მოდებული ახლა ჩემს პირზე,
მე ღამენათევს შენ მძინარე მკოცნი და გკოცნი.
ახლა მე მძინავს მეხვევი და უბრალოდ მიმზერ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев