Предыдущая публикация
საქართველოში თუ დაიბადე დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის… სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს. თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას, უნდა ააგო ტაძარი მტკიცე; კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს. გაიხარებენ შადიმანები, თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს… პაპანაქება სიცხეში ტანზე თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!.. ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და სულიერადაც არ უნდ დაეცე, კოსტავასნაირ ადამიანებს დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს. ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით, მრავალჭირვარამგადახდილები… თავისუფლების სადარაჯოზე დგანან ახალი ავთანდილები!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев