Предыдущая публикация
სიკვდილის სუნთქვას, გულში დარდს აქსოვს,
მოღალატეებს მივმართავ ლექსით
მე ქართველი ვარ, აგვისტო მახსოვს,
მონის სიცოცხლეს ეჰ მირჩევნია
ტყვიას შევაკვდე მტრისაგან ნასროლს,
ცუდის და კარგის ძალმიძს გარჩევა
მე ქართველი ვარ, აგვისტო მახსოვს,
მწარეა როცა სისხლი შეღებავს
პერანგს დედისგან სათუთად ნაქსოვს,
მტერო არასდროს არ გაპატიებ
მე ქართველი ვარ, აგვისტო მახსოვს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев