Предыдущая публикация
ნუ მითვლი სახეზე გაჩენილ ნაოჭებს,
არ მკითხო რა გზებით, საიდან მოვდივარ,
არ მკითხო რა მტკივა, ანდაც რა მაოცებს.
ნუ მსტუმრობ, მე შენი სტუმრობა მაღელვებს,
მაცალე, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი,
მე განა სიბერის ასაკი მეწვია,
დარდით და შვილებზე ფიქრებით დავბერდი.
ნუ გაცდენს ჭაღარა თმებში თუ შენიშნე,
ნუ გაცდენს შრომისგან დაღლილი სხეული,
გულსაც შეეკითხე, გული არ ბერდება,
მხოლოდ მონატრებით გამხდარა სნეული.
რამდენჯერ უძლური დავეცი ბეჭებზე
უფალმა მომხვია ძლიერი ხელები.
"მარტო არა ხარო,-მშვიდად ჩამჩურჩულა,
-როცა დაეცემი, მე შეგეშველები."
მაცალე სიბერევ, ნუ მიჭერ მარწუხებს,
ჯერ კიდევ ბევრი მაქვს შვილებთან სათქმელი,
არ მითხრა რა გზებით, საიდან მოვდივარ,
მაცალე სანამდის ჩამოდნა სანთელი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев