შენი თვალები,გონება,სიკეთეს თესდნენ მუდამ,შენი კაცური ცხოვრების ბევრ არაკაცსაც შურდა.შენთან ნაცხოვრი ცხოვრება ბევრ ადამიანს სურდა,ყველა ახლობელს დღეს ისევ შენთან ცხოვრება უნდა..პატიოსანი ვაჟკაცი კაცურად წყვეტდი ყველაფერს,ერთი კაციც კი ვერ იტყვის ბრალს ვერ დაგადებს ვერაფერს..ცუდს მხოლოდ ის კაცი იტყვის ვისაც გონება ავად ყავს,მაგრამ ჩვენ ისღა გვადარდებს ,ჩვენ ხომ ჩვენი ძმა აღარ გვყავს..ოცდამეხუთე კიბეზე რა ცუდად შედგი ფეხი,საფეხური რომ ჩატეხე და ჩვენც დაგვეცა მეხი.. ახლა რაღა ვქნათ უშენოდ,რით მოვიპოვოთნუგეში ,ეს რა გვიქენი ძამიკო ჩაგვძირე ცრემლის გუბეში.. უშენოდ როგორ ვიცხოვროთ,როგორ ვიაროთ გზაზე, დღეს ყველა ისევ ვოცნებობთ შენთან ნაცხოვრებ ჟამზე.უშენოდ მზეც კი ვერ გვათბობს,ამოწურული ცაზე,არგვინდა ფიქრი უშენოდ ნაცხოვრებ თუნდაც წამზე...ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა, შენი ვაჟკაცი გავზარდოთ, ეს არის ჩვენი ოცნება ის მამის გზაზე აღვზარდოთ,გავზარდოთ საბა ქართულად, იყოს ვაჟკაცი ბიჭი, ალბათ მის სულშიც იქნება მამის კაცობის ნიჭი.. მოგვენატრები ძამიკო,სულ შენთანავართ ფიქრებით,გავა წლები და წამოვალთ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით,მოვალთ და ჩაგეხუტებით წამოგაყენებთ ფეხზეიქაც ბავშურად ვიცინოთ,იქაც დავჯღაბნოთ მერხზე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев