იტავაზის ოქროს ქვიშებს და ბუნებას ვეტრფი,
იზვარაში ბანაობა მე ყოველთვის მინდება,
იტავაზა მზის სხივია, საქართველოს დიდება,
საქართველოს გაუმარჯოს! იტავაზა ბრწყინდება,
იტავაზის უბნებში მინდა გავირბინო,
უკანღელის ტყეში ნიყვები დავკრიფო,
გაბანდულას მივაშურებ გართობა რო მჭირდება,
კაკიტაურს მივადგები დოქით ღვინო მინდება,
ლაშეებზე რო ავდივარ უცებ ცეკვა მინდება,
ბურღუნალზე ცივ წყალს დავლეევ უცებვე აგრილდება,
მენატრები იტავაზავ შენი ჰავა მჭირდება,
ჩემი სოფლის მონატრება გულში ცეცხლად მიხდება,
ვაშლებში რო შევირბენდი ყველა ვაშლი სცვიოდა,
ნაძვებში რო ვთევზაობდი ოქროს თევზი ტიროდა
იტავაზის სილამაზით თვალზე ცრემლი სდიოდა,
ველზე თოფით ვნადირობდი მწყერებს ბუნდღლი სცვიოდათ,
იტავაზავ შენ გიმღერი სოფლად ყველა ლხინდება,
ქართველობის სიამაყით გულის პულსი იზრდება,
იტავაზლებს გაუმარჯოს, იტავაზა ბრწყინდება,
იტავაზის სილამაზე მარად , მარად იქნება...
შ. შაორშაძე. 2011 წ.
#музыка
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 22
Sagol shaliaa magariaa