აფთიაქში იყიდება უკვე, - (ურეცეპტოდ).
ძვირი არ ღირს,- მხოლოდ შეფუთვის
თვითღირებულება,- 1თ.
(ანუ ერთი ღიმილი და ანუ უფასოა).
აფთიაქარი გამოგატანს, -ცოტა,დაეჭვებით
და ალბათ-
''რა თავში უნდა იხალოს''-ო, -კიდეც,
გაიფიქრებს.
წამოიღებ , დახედავ და აღმოაჩენ , - თურმე
ძალიან ჰგავს,- შაქარყინულს,ოღონდ არა
ფორმით,- უფრომოა.
არც წონა აქვს,მაგრამ პოლიეთილენის
პარკით, რომ მოგაწვდიან
მაინც გიჭირს მისი,წამოწევა...
მოკლე ინსტრუქცია და ერთი - ორი რჩევა,
მოყვება.
(ეგეც , უსასყიდლოდ).
უკუჩვენებები არ აქვს,გარდა ერთისა : -
''ორგანიზმში,ენდორფირებ ნაკლულ
ადამიანებს,მიღებისთანავე ეწყებათ -
ცლემლდენა''.
სხვა ისეთი არაფერი...ადვილად ხსნადია და
სისხლი სწრაფად იწოვს.
ღვიძლს არ აზიანებს პირიქით -
ღვიძლს,მისი სამკურნალო თვისებები
მინიმუმამდე დაჰყავს და ამიტომაც
არაფერს არჩენს,თუმცა მოტკბო გემო აქვს,
რასაც ბოლომდე ინარჩუნებს და რითაც
სულშეხთულ პაციენტს, დროებით ავიწყებს,
-
უცაბედად შეყოლილ,წიწაკის სიმწარით
გამოწვეულ, აგონიის მსგავს, - აგონიებს...
(ჰო,
ეს ბოდიშები ,
ძალიან ჰგვანან,საგანგებოდ მორთმეულ,-
შაქარყინულებს).
http://m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52629830107278&_prevCmd=userAltGroups&tkn=8978&_aid=groupOwnShowcase
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев