ურუგვაელ ფეხბურთელს მანჩესტერ "იუნაიტედს" უკავშირებდნენ, თუმცა გამოჩნდა მადრიდული კლუბიც...
გასულ სეზონშიც ცდილობდა "რეალი" მასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. კავანი თვლის რომ იბრაჰიმოვიჩის ჩრდილქვეშ უწევს ყოფნა, რის გამოც კლუბის დატოვების სურვილს გამოთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"–მ მასში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ურუგვაელის აგენტი დაუკავშირდა მადრიდელებს და შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.
"რეალს" მართლაც სჭირდება ფორვარდი, ამისთვის არჩევანი საკმაოდ დიდია, რადგან კავანის გარდა ლუის სუარესი და რადამელ ფალკაოა პრესის ყურადღების ცენტრში. დიდი ალბათობით, ამ სამი ფეხბურთელიდან მომავალ სეზონში ერთ–ერთი "რეალის" ფორმას მოირგებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев