"სიმართლეა ის, რომ ჩვენს გუნდში 30 წელს გადაცილებული რამდენიმე ფეხბურთელია, მაგრამ ეს ჩვენ არ გვამართლებს. არ ვიცი, თუ ესპანეთში ჩემი ბოლო თამაში იყო. დაველოდებით მწვრთნელის გადაწყვეტილებას და მას პატივს ვცემთ. მაგრამ ასეთი ფეხბურთელები კარიერას ნაკრებში ასე არ უნდა ასრულებდნენ."
"ამით ჩვენი ერა დასრულდა? ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენმა მოწინააღმდეგემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რაც მოხდა. ჩვენ მათ არ გავუწიეთ ისეთი წინააღმდეგობა, როგორიც საჭირო იყო."
"ამაზე პასუხისმგებლები მხოლოდ ჩვენ ვართ. ახლა გული ყველაზე მეტად გვტკივა. ისღა დაგვრჩენია, ჩილეს გამარჯვება მივულოცოთ. აღარაფრის თქმა აღარ შეგიძლია, როდესაც ზედიზედ 2 მატჩი დამარცხდები. მომავალს უნდა დაველოდოთ და ვეცადოთ ტურნირი გამარჯვებით დავასრულოთ,"-განაცხადა იკერ კასილასმა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев