ტანში ჩუმად რამ ჩამიჯდა, გამხადა მძიმედ სნეული, ჯანიც წამართვა, ხალისიც, აღარც რიხი მაქვს ჩვეული. სიკვდილო - ოხერ ტიალო, აქ არ გამომკრა ცელია, სამშობლო არ მინახია, უკვე რამდენი წელია. სიკვდილო, ცოტაც მაცალე, გასწი ეგ შენი ცელია, დავბრუნდე ჩემსა მიწაზე, ამიხდეს ნატვრა მწველია. შორეთს არ მინდა სიკვდილი, გულში მდის სისხლის ცრემლია, მკვდარი წამიღონ აქედან, ამაზე ფიქრიც ძნელია. ღმერთო,სამშობლო მანახე, დღე და ღამ ვნატრობ ამასა, ჩემი სამშობლოს ჰაერი, სჯობია ყველა წამალსა. მაცალე სამშობლოს ნახვა, მომნატრებია ძალიან, დღისით მზის სხივმა გამათბოს, ღამეს ვუმღერო მთვარიანს. ნეტავ თუ შევძლებ ბავშვივით, მშობელ მიწაზე სირბილსა, უფალო,ერთს გთხოვ,მიშველე, ჩემს თავს ნუ მისცემ სიკვდილსა. მშობელ მიწას თუ ვემთხვევი, ცას თუ ავხედავ მზიანსა, ვეღარ დამჯაბნის სიკვდილი, ვერ მომაყენებს ზიანსა. მჯერა,სამშობლოს დანახვა, მომცემს სიცოცლეს ახალსა, აქ შენ დამჯაბნე სიკვდილო, იქ მე ჩაგასობ ლახვარსა. ვლოცულობ,როდის დავიგებ, ლეიბად ქართულ მიწასა, საბნად მეხუროს ლურჯი ცა, ის ვიძმო,ვინც მე მიწამა. სამშობლოს სუნთქვა მომარჩენს, სახეს მივუშვერ ნიავსა, მინდვრის ყვავილებს ხელს მოვხვევ, გულზე დავიყრი იასა. მთაწმინდას შუბლზე ვემთხვევი, სამებას ვუნთებ სანთელსა, ჩოქვით ვილოცებ ,,ლომისას,, და ჩუმად ვეტყვი სათქმელსა. პირჯვარს გადვიწერ,თავს დავხრი და საქართველოს ვუგალობ, იქ დავიბადე, სიკვდილიც, იქვე მაღირსე უფალო. გიული ჩქარეული
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев