წლებიც გადიან და თმები მევერცხლება,
მე მზეს დაგიტოვებ ნათელს, უღალატოს,
მთვარეს, რომ დააბეს ტოტზე ნეკერჩხლებმა.
ჯაჭვს ნუ გამიწყვიტავ, ჯიში დააძველე,
ლეკვებს მოუარე, მგლური გახელებით,
და შინ, დედაბოძზე წერა გააგრძელე,
ჯარად აჩუქურთმე, შვილთა სახელები.
გულზე დაიწერე ჩემი სათხოვარი,
კარი არ დაკეტო, მადლი შეიყვარე
სახით, მათხოვარის, მოვა მაცხოვარი,
რწმენით მიიღე და სახლში შეიყვანე.ენას გისახსოვრებ, სიტყვის სინატიფეს,
ბეთლემს, გადამალულს, გიმხელს მყინვარწვერი,
ფიქრთა სირთულე და გრძნობის სიმარტივე
ვეფხის ტყავზე არის, ღვთისგან მინაწერი.
მჯობნის მჯობს აჯობა, თავმდაბლობიდ ნიჭმა,
ქვაზე ღონიერი, მაინც ბალახია,
ნიშნად, ჯაჭვის პერანგს ვტოვებ, ერთმა ბიჭმა,
ხელი რომ გაჰკრა და შუა გადახია.
მრუდედ ვინც დაიწყო, დარჩნენ მრუდეები,
შენ კი ნუ აყვები, შვილო, ბავშვურ ვნებას,
სახლზე არ მოშალო მერცხლის ბუდეები,
ლოდინს გასწავლიან და შინ დაბრუნებას,
მწარე ცრემლის ფასი, ისევ შენ იცოდე,
სხვები, შურისგებას, ღამეს გაუთევენ,
როცა დაეცემა, მტერიც შეიცოდე
და თუ შეინანებს, მშვიდად განუტევე.
სისხლი არ იტვირთო, სულს ნუ დაიმძიმებ,
მკვლელზე ბედნიერი, ვიცი მოკლულია,
ცოდვით დაზაფრული ვეღარ დაიძინებ,
იმ გზას დაადგები, კაენს რომ უვლია.
ტვირთი დაგიმძიმე, ტანჯვა დაგიბედე,
რა ვქნა, რაც მებადა, შენთან იმას ვტოვებ.
და გთხოვ, მომიტევე თუ კი გაგიმეტე,
თან რომ დაგიტოვე, ჩემი სიმარტოვე.
http://img0.liveinternet.ru/images/attach/c/4//3932/3932774_yetot_mit_dlya_tebya_1.swf
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев