აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა 1967-1975 წლებში ქართველი მკვლევარი ხელმძღვანელები შ. ამირანაშვილი და ჯურხა ნადირაძე 3 ეპოქის ნამოსახლარი: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გვიანდელი საფეხურის (ძვ. წ. XXV-XX სს.), გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VII სს.) და ადრინდელი ანტიკური ხანისა (ძვ. წ. VI-V სს.) დასახლება გაფართოებულია ძვ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. მოდინახეს ციხე გორანამოსახლარია და აქ უძველესი მოსახლეობის გაჩენა მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული. ციხის შიდა ეზოში აღმოჩნდა ანტიკური ხანის ქვათლილები, უცხოური და ადგილობრივი კერამიკა.
გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI-XV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV-X სს.), ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. III-II სს.) და გვიანდელი ანტიკური ხანისა (ახ. წ. IV ს.).
ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების ქვაყრილიანისამარხები უმთავრესად კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ამ ნარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილად. დაკრძალვის ეს წესი შეცვლილა ადრინდელ ანტიკურ და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებით უნდა აიხსნას.
ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев