Предыдущая публикация
-
შენ მე ისეთი სახით მიყურებ,
თითქოს მეტყობა საეჭვო რამე,
თითქოს უეცრად, ბნელ მოსახვევში,
რეციდივისტი შენიშნე ღამე(!!)
შენ დაძაბული მომშტერებიხარ,
თითქოს ტერორისტს უპირებ გარტყმას(!),
შენ მე ისეთი სახით მიყურებ,
თითქოს გიპირებ ნაჯახის ჩარტყმას(!),
მე ვიძაბები, თავდაცვის მიზნით,
ტვინს ახსენდება ყველა ილეთი(!),
და თურმე რაში ყოფილა საქმე; -
შენ გაშფოთებდა ჩემი ბილეთი...
შენ მე ისეთი სახით მიყურებ,
თითქოს დავმალე შპარგალკა ლექსის,
შენ მე ისეთი სახით მუყურებ,
თითქოს შენს ქმართან მქონია სექსი(!)...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев