Предыдущая публикация
უშორესი სევდის მზერით წარმოგიდგენ..
დაღლილ ხელებს როგორ მინდაა
ჩავეკონო..
რარიგ მათბობ როცა ტკივილის
დავნებდები..
დედავ ქვეყნად სათნოების იალქანო...
სევდად გაწევს უთქმელ დარდთა
ტკივილები..
დრომ ხომ ბევრჯერ გამოსცადა შენი
კალთა..
რამდენ ღამეს უნუგეშოდ მითენებდი...
უფალს თხოვდი ჩემთვის ბნელი გაენათა..
ახლა ისევ სულს მინათებს ეგ მანდილი..
მასხოვს დედა შენი თბილი დარიგება...
შენი პური მაშინ არის უფრო ტკბილი...
შვილო მშიერს შენს ლუკმას თუ გაუტეხავ..
უშორესი სევდის მზერით წარმოგიდგენ..
დაღლილ ხელებს როგორ მინდაა
ჩავეკონო..
რარიგ მათბობ როცა ტკივილს დავნებდები..
დედავ ქვეყნად სათნოების იალქანო... /ზ.ბ/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев