Предыдущая публикация
არსად წავსულვარ,მე ისევ აქ ვარ,
უბრალოდ ცოტა გადავიღალე,
მაგრამ, იცოდეთ ყველა მიყვარხართ.
ეს გული გწამდეთ ,ყველას დაიტევს
მეგობრის გული წმინდა და წმინდა,
ხანდახან თუკი არ მოგიკითხავთ,
ცოტახანს ჩემთვის, გავჩუმდე მინდა.
ან ის არ მინდა ,რომ შეგაწუხოთ
გულს მოწოლილი სევდა ,დარდებით
და ამიტომაც თუკი არ მოგწერთ,
ძალიან კი ნუ გამიბრაზდებით.
სადაც კი წავალ ,სადაც ვიქნები,
მაინც მახსოვხართ ,მაინც მჭირდებით,
მაგრამ თუ მოვკვდი ,მაშინ რას ვიზამ
ამას წინასწარ ,ვერ დაგპირდებით.
23.01.2016.ხათუნა თედიაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев