ვნახე,
წუხელის სახლში ვიყავი თითქოს,
ვაიმე ვისაც კი დავუძახე,ხმა არვინ გამცა.
ვეღარავინ მიცნო....
ნასახლარებთან ჩემს სიჭაბუკეს.
არავინ უსმენდა ჩემს გულის ძახილს,
მერცხალს დანგრეოდა ერდოზე ბუდე,
ხარივით ბღაოდა ჩემი ხის სახლი.
ჭიშკართან მივედი და..ვეღარ გავაღე,
უნდობლად მიცქერდა ეზო,
ცრემლი მორეოდა სისხლისფერ ვარდებს..
გაუბრალოვდა განა უმიზეზოდ?
სიცხისგან ენა მიშრებოდა,
ეზოში მღეროდა წყარო,
გოგონა გამოვიდა ჭიქა მომაწოდა
მიირთვიო უცნობო მგზავრო,
ჭიქაში ლაჟვარდი ცეკვავდა ლურჯი,
შუქს ხსნიდა ამაყი შოდა,
სურათს თუ გააცოცხლებდა,
ვფიქრობდი გულში.
შოდას სურათი ჯიბეში მქონდა.
რა ახლოს იყო,ჩემი ნააკვნარი,,
დედის მოვლილი და ტკბილი ნანა
რატომ არ იღება ჩემი სახლის კარი,
ნუთუ ვეღარ მიცნეს განა?
ნუთუ ისევ ებმა რაც ცრემლი მადინა,
არ კმარა თვალებს რომ გამაკრა ბინდი?
შენ ხომ ვაჟკაცი ხარ ჩემო საქრთველო.
სიზმარში წუთით მაინც შემირიგდი,
მერე ავტირდი და თავში წავიშინე,
სულ ჩამოვიხიე სახე,
ასე მე ბევრჯერ მომნატრებიხარ და....
სიზმარში საქართველო ვნახე...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев