შენ ხომ სხვის გულზე გითევია ღამე მძინარეს...
როგორ მინდოდა რომ მეკითხა: მართლა მისი ხარ???
და რომ გეტირა სიტყვებიდან გამომდინარეს...
ბუხართან ახლოს ჩამომჯდარი გიხსენებ ჩემთვის,
და შევექცევი მოწყურებით ერთ ჭიქა არაყს...
ნუთუ ჩემს ყოფას მნიშვნელობას დაარქმევ შენთვის,
და ჩამიხუტებ ოცნებებით თავხედს და ამაყს???...
არ შემიძლია...უშენობას ავყევი დარდად,
წარმოდგენაც კი რომ ამ წუთას სხვის მკლავზე გძინავს...
როცა ოდესმე აღმოჩნდები შენც ასე სახტად,
ჩემზე იფიქრებ სად არისო,ნეტავ სად ძინავს...
სასმელს ვაჩუქე ყველაფერი რაც მიყვარს,მხიბლავს,
რაც შენზე წუთით სიხარულსაც მომცემდა ფიქრი...
ვეცადე კიდეც რომ მეპოვა ისეთი ვინც გგავს,
რომ დამელოცა ზამთრის მიჯნას პირველი ფიფქი...
ვერ შევეგუე,ვეღარ დავთმე რაც თავად არ მთმობს,
და ალბათ ღამეს წავუკითხავ გადამთვრალ ლექსებს...
ეს მოლოდინიც უსასრულო წავა და დამთმობს,
მერე კი მთვრალი დავუკოცნი ვაზის ძირს ფესვებს...
არ შეიძლება რომ მიყვარდე,სხვისი ხარ ვიცი,
გძინავს სხვის მკლავზე ნებიერად,აღარ გაქვს შფოთი..
მაინც მიყვარხარ ეს იცოდე,რატომ??? რავიცი,
ჭიქა არაყით შენი გულის ვარ მხოლოდ ლოთი... P.S.eg agmovachine tamunas mier chawerili wignis ydaze, 😢😢
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев