ნეტავ შემეძლოს დროის მართვა, ხან დავაბრუნებდი, ხან შევაჩერებდი და დიდი ხნით გავყინავდი. მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ მე მმართავს დრო, უგზო-უკვლოდ მატარებს და მტანჯავს. დრო ულმობელია, უგულო, სწრაფი და უმოქმედო, მას მივყავარ შორს, ძალიან შორს და ძალიან სწრაფად, როგორ მინდა შეჩერდეს, წამით მაინც შეჩერდეს, მაგრამ არა...ნეტა რამდენი დრო დამრჩა?.ნეტა რა დროს გავალ ამ ქვეყნიდან? ადრე არ ქონდა ჩემთვის მნიშვნელობა დიდხანს ვიქნებოდი თუ
არა, მაგრამ ....მინდა დიდხანს ვიგრძნო სიყვარული, მინდა სულ ვიყოთ ერთად, ვსუნთქავდეთ ერთად და დაუსრულებლად ვტკბებოდეთ ერთმანეთით, ღმერთო მაღალო გთხოვ დამეხმარე, დროს ნუ გამატან, ნუ გამიმეტებ, მე რომ გავასწრო ჩემს სიყვარულს ის ვეღარ იარსებებს და მან რომ გამასწროს მე დავიშლები ძვლებში ცოცხლად. დრო მომეცი სიყვარულისთვის, ეს ხომ ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა, ეს არის გრძნობა, ნდომა, დრო, მსხვერპლიც კი, უსიყვარულოდ, უგაზაფხულოდ, უმზეოდ სიცოცხლე შეუძლებელია, ალბად არც არავინ მოისურვებდა ასეთ არსებობას და რაკი ცოცხლები ვართ, რაკი სიცოცხლე გვინდა, სიყვარულიც აუცილებელია. ბევრს არაფერს ვითხოვ, ღმერთო ნუ განმსჯი ამ საზღვარგადასული გრძნობისთვის, სიყვარულისთვის განსჯა იგივეა, რაც ქარიშხალისთვის სასჯელის დადება...ამისათვის განსჯა თუ შესაძლებელია შენთვის, მაშინ დროის შეჩერებასაც შეძლებ, მომეცი ძალა უფალო ჩემო, სულ ცოტა ხანი მომეცი ძალა და მალე თვითონვე მოვალ შენს საზღვართან, დრომ ისე გამტანჯა, ისე მომაქცია ვეღარც ხელებს ვშლი და ვეღარც ვხატავ, ვეღარც ვწერ და გაშრა სიტყვებიც ჩემში, დასასრულს ვეძებ და მეც დავსრულდები, წავალ გავქრები, მოვეფინები ქალაქს ნისლებად, ჩემს ნაწერებში ჩემს გრძნობას ვტოვებ და თუ წაიკითხავთ ჩასცქირეთ ფურცელსა და ფურცელს შორის უხილავ ფრაზებს, გაცრეცილ სიტყვებს და მკვდარ ასოებს...მე თქვენ მიყვარხართ... და დავასრულე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев