ის ურეკავს კუშის და ეუბნება რომ მშვენივრად გამოიყურება თეთრ სარიში და გაშლილ თმაში. კუშის უკვირს საიდან იცის ბიჭმა ეს, უცებ რაღაც ხმას იგებს და შეშინებული პირდაპირ არნავს უვარდება მკლავებში. გოგონა ეკითხება რას აკეთებს იქ, არნავი პასუხობს რომ რაღაც სერიოზულზე უნდა ელაპარაკოს. არნავი იხსენებს მათ პირველ შეხვედრას და ყველაფერ ცუდს რაც მისთვის გაუკეთებია, მათ შორის უნდობლობას. კუში ეკითხება რატომ იხსენებს ახლა წარსულს. არნავი ეუბნება რომ ეს მნიშვნელოვანია და იღებს მის ხელს. არნავი ყველა ტკივილისთვის უხდის ბოდიშს, კუში ეუბნება რომ მან იცის როგორ უყვარს არნავს და ეხუტება მას. ბებია და ნანი ლაპარაკობენ, ბებია ამბობს რომ არნავს არ აქვს სიამაყე, რადგან მიუხედავად ყველაფრისა კუშის მაინც ირთავს ცოლად. ნანი მას აწყვეტინებს და ეუბნება რომ კუში შესანიშნავი გოგოა და საუბრის დროს ახსენებს კუშის მშობლების სახელებს. ბებია სთხოვს გაიმეოროს კუშის დედის სახელი და შემდეგ ამბობს შესაძლოა. ნანი ეკითხება რაზე ფიქრობს, მაგრამ ბებია არ პასუხობს. გარიმა ფიქრობს რომ თუ კუშის არნავზე ქორწინების უფლებას მისცემს, როგორ უნდა აუხსნას მას ყველაფერი. ამ დროს მამიდა შემოდის და ეკითხება რა ხდება, გარიმა არ პასუხობს, ისინი კარის ხმას იგებენ და კუშის ეკითხებიან ვინ იყო. ანჯალი ელოდება არნავის სახლში დაბრუნებას, ბიჭი მოდის, მას ენქეი დასძინის კუშისთან ასეთი გვიანი ვიზიტის გამო. არნავი კი საყვედურობს ანჯალის თავის გაუფრთხილებლობის გამო. ბებია ნანის ეუბნება რომ წარმოდგენა არ აქვს ვინ არიან კუშის მშობლები, არნავი ჩამოდის და ეუბნება მას რომ კუშის მამა პარალიზებულია და თუ მათი გაცნობის სურვილი აქვს ახლავე შეუძლიათ წავიდნენ. არნავი კუშის ურეკავს და ეუბნება რომ ბებიას მისი მშობლების გაცნობა უნდა და მათთან მიდიან, გარიმას საშინლად აშინებს ამის გაგონება. არნავი უყვება ბებიას რომ კუშის მშობლები დაეღუპნენ და სხვებმა იშვილეს, ბებიას ეჭვი ეპარება ამ ამბის სისწორეში. არნავი ეუბნება რომ ეს სრული სიმართლეა. ბებია გადაიფიქრებს კუშის სახლში წასვლას, არნავი ამ ამბავს კუშის ატყობინებს. გარიმა შვებით ამოისუნთქავს, ის თავის საქციელს უბრალოდ ნერვიულობით ხსნის. კუში და მადჰუმატი მას ამშვიდებენ. მეორე დილით ყველა შაგუნის ცერემონიისთვის ემზადება. არნავი კუშის ელაპარაკება მობილურით და ესმის როგორ ყვირის იქვე მამიდა, კუში ეუბნება რომ მისი მოსვლა არ შეიძლება, მაგრამ არნავი პასუხობს რომ ვერავინ ვერ შეაჩერებს. არნავს ყველა უშლის კუშისთან წასვლას და ის ბრაზობს ამის გამო. გარიმა ეუბნება მამიდას რომ შაშის წამლები შეცდომით იყიდა და აუცილებლად უნდა წავიდეს მათ გამოსაცვლელად. მამიდას მეტი გზა არ აქვს და ეთანხმება. გარიმა პირდება მათ რომ რიტუალის დასრულებამდე დაბრუნდება. კუში ნერვიულობს დედის გამო. გარეთ გამოსული გარიმა ბებიას ხედავს და ვიღაც კაცის უკან იმალება. მადჰუმატი სახლში შეიპატიჟებს ოჯახს. ის ენქეის ქორწინებაზე ეკითხება და ბიჭი მას ისევ პატარძლად წარმოიდგენს. ბებია ისევ უხეშად იქცევა და უკმაყოფილეებას გამოთქვამს გარიმას იქ არყოფნის გამო. ენქეი ცდილობს სიტუაცია განმუხტოს. ამ დროს კუშიც გამოდის ჩაის ფინჯნებით ხელში. მოგვიანებით ბებია ამბობს რომ როკას რიტუალი ხვალ იქნება და ჰალდის რიტუალის შემდეგ სიძემ პატარძალი აღარ უნდა ნახოს. ამ დროს არნავი შემოდის და ყველას აოცებს მისი დანახვა, ბებია ბრაზდება. არნავი ამბობს რომ რიტუალი უკვე დასრულდა და ახლა შეუძლია კუშის ნახვა. არნავი ხელს კიდებს კუშის და ოთახში გაჰყავს, რადგან მასთან მარტოს უნდა ლაპარაკი. ანჯალი ამშვიდებს ბებიას და პირდება რომ ჰალდის მერე ისინი ერთმანეთს ვეღარ ნახავენ. კუში ეუბნება არნავს რომ ხვალ როკას რიტუალი ექნებათ და უხსნის რომ ისინი ბეჭდებს გაუკეთებენ ერთმანეთს. არნავი ღიმილით უყურებს მას. კუში ეუბნება არნავს რომ მას ეკუთვნის, ბიჭი ეშმაკური სახით უყურებს მას. ბებია ამბობს რომ უნდა წავიდნენ, ენქეი ეუბნება ყველას რომ მომავალ დღეს როკას რიტუალზე შეხვდებიან. მათი გასვლის შემდეგ კუში მამიდას ეხუტება, მადჰუმატი მას ეუბნება რომ ძალიან უნდოდა გაეკეთებინა რაკშა არნავის მაჯაზე, მაგრამ ამის შანსი არ მიეცა. კუში პასუხობს მას რომ არნავს ასეთი რამეების არ სჯერა. არნავი ამ საუბარს გარედან უსმენს. მამიდა ეკითხება კუშის უყვარს თუ არა არნავი, გოგონა პასუხად ეხუტება მას. ამ დროს არნავი შემოდის და თავის ტელეფონს კითხულობს, კუში აძლევს მობილურს და ღიმილით ემშვიდობება. გარიმა სახლში ბრუნდება, მამიდა ეუბნება რომ აქამდე უნდა მოსულიყო, რადგან ბებიამ ხშირად იკითხა. გარიმა დაბნეული შედის ოთახში, მამიდა და კუში ეჭვით უყურებენ მას #kushi
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1