Предыдущая публикация
დაბრკოლებები მხვდებიან მრავლად,
მაგრამ არასდროს არ დავნებდები'
ვიცი და მჯერა მე შევძლებ გავლას.
არ მეშინია ზურგის მაქვს ქარი,
გვერდში მომყვება მე თქვენი ჯარი,
გუნდი მგლებისა, კლდესავით მყარი,
დაგლოცავთ ღმერთი, გწერიათ ჯვარი.
მიხარია რომ მე დღეს ვარ თქვენთან,
გული საგულეს სხვაგვარად ძგერს,
იმდენად ჩემი და ახლო ხართ გულთან,
ამ მეგობრობას ვეფეროთ უნდა.
მე სიყვარული ასეთი ვიცი,
მას სამტკიცებლად არ უნდა ფიცი,
და მეგობრობაც ასეთი მინდა,
გულიანი და სპეტაკი, წმინდა.
ასეთ მეგობრებს გაფასებთ ყველას,
თქვენ გაგიმარჯოთ გამრავლებთ ღმერთი,
თუკი დაგჭირდეთ მიგულეთ გვერდში,
ეს გული თქვენთვის გუგუნებს მკერდში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев