Предыдущая публикация
და დავიწყებას გავატანე ძველი ფიქრები,
გულს ისევ ისე ძველებურად შემოუტიე და
თავზე მათოვს როგორც თოვლის თეთრი ფიფქები....
ეს ფიფქებია დალექილი სისხლს გაყოლილი
გულის ფსკერამდე ჩაყოლილი შენი ვნებანი
მომნატრებიხარ ძველებურად მინდა მოხვიდე
მაგრამ შორია ვიცი კარგო ვიცი ჩემამდი...
იქნებ მე შევძლო და შენს სიზმრებში ღამეს გამოვყვე
შემოვიპარო შენს ოთახში გნახო მძინარი
არ გაგაღვიძებ მხოლოდ თმაზე მოგეფერები
გულს გაგიხარებ და გიყურებ ასე მღიმარი...
დილით კი ვიცი შენს ფანჯარას დილის ცისკარი
შენს უკითხავად გადააფენს სხივებს ფერებით
ავდგები ჩუმად ფეხაკრეფით გავიპარები
გულს დაგიტოვებ გულს შეჩვეულს შენი ფერებით....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев