რომ შენი სული ყველაფერია.
არცერთ ასაკს და წლებს არ ვიწუნებ,
თუ სიყვარულით სულში მღერიან.
რადგან სიყვარულს ვარ მინდობილი,
აღარ მაწუხებს წლები სრულიად.
ეს ჩემი თმები შენზე ლოდინით
გათეთრებული ჩემი სულია.
დიდი ხანია, მე შენ გელოდი
და ჩემი წლები ასე გავლიე,
ალბათ შენა ხარ ის ანგელოზი,
მე რომ სამოთხის კარებს გამიღებს.
აბა ჩემ ტკივილს სხვა ვინ გაიგებს,
თუ არა ისევ შენი თვალები
წლები სანთლებად ჩამოვარიგე
და სალოცავად შენთან მოვედი.
ხომ თავითგანვე არის ცნობილი,
რომ სულს ჭაღარა არ ეკარება,
და ვდგავარ ახლა ხელაპყრობილი,
შენს გულთან, როგორც საყდრის კარებთან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев