Предыдущая публикация
იქიდან აქამდე
თითებზე ჩამოვთვლი,
ვერ მივალ ათამდე.
:'(
დილიდან ღამემდე,
დავითვლი იმ მწარეს
იმ წუთებს რომლებმაც, სიცოცხლე მიმწარეს.
:'(
იქიდან აქამდე,
მივდევდი აღმართებს
ვერ მივხვდი განგების,
ასეთი რა მმართებს.
:'(
არ ჩანდა დაღმართი,
მუხლებით ვიხოხე
დაღლილმა ვერც გული,
ვეღარ მოვიოხე.
:'(
წამი არ მახარებს,
წუთი კი მაწუხებს
ერთხელ თუ გაები,
ვერ იხსნი მარწუხებს.
:'(
ასვლა მსურს, ჭაობში
მით უფრო ვვარდები
ნელნელა ვნებდები,
დრო და დრო ვბარდები.
:'(
არსად ჩანს იმედი,
არსად ჩანს საშველი
დაკარგულ ამ წლებს კი,
სულ წაშლის საშლელი.
:'(
დარჩება ფურცლები,
უაზრო სტროფებით
წავალ და მე მაინც,
არ გემშვიდობებით.
:'(
გიგა მუჭაური
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6