ბ–ულბულის სტვენის ხმაზედა,
გ–ოგებაშვილის კალამი
დ–ევს დედაენის მთაზედა.
ე–რმა სანთელი აანთოს,
ვ–ისაც თავისი ეღირსა,
ზ–ეცაში ღმერთთან დაანთოს
თ–ავისუფლება ენისა.
ი–სწავლეთ ენა ქართული,
კ–ვლავ სადიდებლად ერისა,
ლ–ამაზად ჩამოქარგული,
მ–ოყვარე თვისი მტერისა.
ნ–უ დავივიწყებთ წარსულში
ო–მებს ქართული ხმლებისა,
პ–ირველნი აბრწყინდებოდნენ
ჟ–ამს სიყვარულით ენისა.
რ–ა წამებითაც გვაწამონ,
ს–იტყვა ვთქვათ ჩვენი ქვეყნისა,
ტ–არიელისა ვეფხისა,
უ–კვდავი რუსთაველისა.
ფ–არნავაზ მეფე სიმია
ქ–ართულის ტკბილი ბგერისა,
ღ–მერთმა აკურთხოს მისია
ყ–ოვლისა ჩვენი ენისა.
შ–ევავსოთ თიხის სასმისი,
ჩ–ამონათლელი ხელისა,
ც–ამდის სიმღერით ვადიდოთ
ძ–ირი ქართული ენისა.
წ–ამითაც რომ გაგვიჩუმდეს
ჭ–ექა ქართული ხმებისა,
ხ–ელით მოვიკლათ სიცოცხლე,
ჯ–ვართან – (წმინდა)
ჰ–ერეთისა.
გიორგი (გოჩა) რევაზიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев